ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ორივე გამომიცდია და ორივე ძალიან ცუდია

არა, ალბათ მთლად ეგრე ცუდადაც არ არის საქმე, მე როცა მიყვარდა, ცალმხრივად მიყვარდა და
საერთოდაც ის ადამიანი ვინც მიყვარდა, უფრო ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, ძალიან ცოტა ჰქონდა
საერთო რეალურ პიროვნებასთან. მაგრამ მიუხედავად ამისა, გრძნობა ნამდვილი იყო.
აი გალაკტიონის
ეს ლექსი აღწერს იდეალურად ჩემს გრძნობას.
ასეთ სიტუაციამდე თქვენნაირ მდგომარეობაში დიიიდი ხნის ყოფნის შემდეგ მივედი.
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ფრთხილად უნდა იყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებულმა გრძნობამ
უამრავი რაღაც მაგრძნობინა და მასწავლა, უფრო მეტი უარყოფითი მხარე ჰქონდა. საკუთარ თავს არასდროს მოატყუოთ,
რომ ვინმე გიყვართ, თორემ თვალის ერთი დახამხამება უნდა და ის ადამიანი შეგძულდებათ, უფროსწორად იმ
ადამიანისადმი თქვენი დამოკიდებულება შეგძულდებათ. ჩემი აზრით, როცა გინდა ვინმე გიყვარდეს და
არავინ გიყვარდება, პრობლემა უფრო საკუთარ თავში უნდა ეძებო. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ
ყოველი ბიჭისთვის ერთადერთი გოგო არსებობს, რომელიც სამუდამოდ ეყვარება, სისულელეა...
ნებისმიერ ადამიანს აქვს უამრავი დადებითი თვისება, უბრალოდ ცოტას შეუძლია და უნდა, რომ
ეს თვისებები დაინახოს და დააფასოს. უაზრობა იქნება, რომ დასხდეთ და იდარდოთ, რატომ არავინ
მიყვარდებაო. უბრალოდ განაგრძეთ ცხოვრება, თუნდაც იმ მიზნით, რომ მომავალში იყოთ ის ადამიანი,
ვისაც თქვენი სიყვარულის ობიექტი ენდობა, ვისითაც იამაყებს და ვინც ეყვარება. ეცადეთ ყველა ადამიანში
იპოვოთ დადებითი თვისებები, არამარტო გოგოებში, ზოგადად ცხოვრებისადმი პოზიტიურად განეწყვეთ.
კიდევ ერთი საინტერესო მდგომარეობა არსებობს, როცა კონკრეტულად არავინ გიყვარს, მაგრამ თითქოს მაინც შეყვარებული ხარ.
როცა უბრალოდ ცხოვრება გიყვარს, სამწუხაროდ ასეთი გრძნობა დიდ ხანს არ გრძელდება...
მოკლედ იმედი მაქვს, რომ რამით დაგეხმარეთ და ჩემი მცირედი გამოცდილება/ბოდიალი რამეში გამოგადგებათ, წარმატებები.
This post has been edited by herooftheday on 24 Mar 2013, 03:58