ხო, ცოტა უტრირებულია

მაგრამ რა არის, იცი? ჩვენ ბევრ რაღაცას რომ მიჩვეულები ვართ და აღარ გვიკვირს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ვუყურებთ, აქ უცხოელი რომ ჩამოდის, ისეთ დეტალებს ამჩნევს, თვალში ხვდება, რაც ჩვენ ჩვეულებრივი ამბავი გვგონია, თუნდაც, რაც ზემოთაც ვახსენე: ქართველების მუსიკალურობა, ან გარეგნობაში სახის მკვეთრი ნაკვთები, გამოკვეთილი თვალ-წარბი, რაც არ ახასიათებთ ევროპელებს და ახასიათებთ კავკასიელებს და ბევრს მოსწონს. და ამით აღფრთოვანებულებმა მოახდინონ ცოტაოდენი გადაჭარბება ერის აღწერისას

მით უმეტეს, თუ სტატიას მოითხოვს იმას, რომ პოზიტივი იყოს მასში მეტი.
განათლებას რაც შეეხება, მაგალითად, ერთი ძმაკაცი უცხოეთში იყო დროებით და იმან თქვა, უცხოელებს მაგრად გაუკვირდათ ის, თუ რატომ ვიცოდი მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სად მდებარეობდა და მათი დედაქალაქებიო. დიდ ინტელექტში ჩაუთვალეს ეს

ყველა ერს თავისი მახასიათებელი აქვს და ქართველებსაც გვაქვს ნეგავტივთან ერთად ბევრი ისეთი დადებითიც, რასაც შეიძლება ჩვენ ვერ ვამჩნევდეთ, მაგრამ სხვამ დაინახოს. კრიტიკა ან სკეპტიკური აზრის გამოთქმა შეიძლებოდა მაგ სტატიაზე, მაგრამ ასეთი გაგიჟება და გაპათოლოგება რატომ შეაქეს ჩვენი მდედრობითი სქესი უცხოელებმაო, პროსტა ანომალიაა, რა, ფსიქოზია, ავადმყოფობაა უკვე.
ქვეყანას სამი რამ აკლია: ცას -კიბე, ზღვას - ხიდი და ადამიანს – სამართალი...