1) შენი ნიკნეიმი: Mandy (სულ თავიდან ინტერნეტის მოხმარება რომ დავიწყე)
2) ჰობი: ჩხირკედელაობა, ხატვა
3) რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად? იუთუბზე გაკვეთილების ყურება
4) საყვარელი საიტი: Facebook, YouTube
5) საყვარელი მეგობარი (რეალური ან ვირტუალური): მაიკო. თემო. დავითი
6) საყვარელი ფილმი, საყვარელი მსახიობი: ვერ გამოვარჩევ ფილმს. მსახიობები: ოდრი, მიშელ ფაიფერი, მიკი რურკი, ენ ჰეტვეი და ა შ
7) საყვარელი წიგნი, საყვარელი მწერალი: ვერ გამოვარჩევ რომელიმე განსაკუთრებულს
8) რომელი სპორტი გიყვარს? რამდენად სპორტად ითვლება არ ვიცი მაგრამ - ფიტნესი
9) რა დროს ატარებთ ინტერნეტში? დიდ დროს ვატარებ ძალიან
10) საყვარელი ჯგუფი, საყვარელი სიმღერა, საყვარელი მუსიკოსი: ადრე პეპერსები მომწონდა, აეროსმიტიც.
11) რომელ ქვეყანაში ან ქალაქში იცხოვრებდით? პოლონეთში ან ჩეხეთში
12) დაახასიათე საკუთარი თავი: არასაკმარისად სერიოზული ერთი შეხედვით, მაგრამ ასეთი იმიტომ ვარ რომ ყოველდღიური დაძაბულობა და უინტერესო რუტინა არ შევიმჩნიო
13) ვისთან ერთად ისურვებდი ხვალ დილით გაღვიძებას? ვისთან ერთადაც დავიძინებ
14) პირველი კოცნა: უF მაშინ ძალიან პატარა ვიყავი
15) განყოფილება რომელშიც ყველაზე ხშირად შედიხარ: სილამაზე და მოდა
16) რომელ ფორუმელთან ერთად წახვიდოდი რომანტიულ პაემანზე? არ ვიცნობ ფორუმელებს პირადად ასე რომ ვერ დავასახელებ ვერავის
17) ვინ გაღიზიანებს ფორუმზე ყველაზე მეტად? კონკრეტულ სახელებს არ ვაქცევ ყურადღებას
18) რომელ ფორუმელთან გექნებოდა სექსი და რომელთან არ? ------------------------
19) გყავს თუ არა შეყვარებული? არა
20) შენი ოცნება: ბევრი მოგზაურობა და თავგადასავლები
21) ვინ გიყვარს ყველაზე მეტად? დედიკო
22) ჰამბურგერი თუ ხინკალი? ხინკალიიიი ქალაქური
23) რომელი ალკოჰოლური სასმელი გიყვარს? მარტინი, შამპანური, შავი ღვინო შაქართან ერთად მოდუღებული
24) საყვარელი მარკა და ავტომობილი: საჩემოდ მომწონს კია პიკანტო, მინი კუპერი. ჰიუნდაის ჯიპებიც მომწონს

ტოიოტაც
25) ზოდიაქოს ნიშანი: ტყუპ ტყუპ ტყუპ ტყუპ
26) რა გიყვარს ყველაზე მეტად და რა არ გიყვარს? მიყვარს დასვენება, უსაქმურობა, ჭორაობა, სეირნობა, არ მიყვარს როცა სხვა თავის გასაკეთებელ საქმეს მაჩეჩებს ან ცდილობს გამომიყენოს
27) მსოფლიო მმართველი რო იყო რას გააკეთებდი? არ მინდა რომ ვიყო მსოფლიო მმართველი
28) ინტერნეტში გაცნობილს შეხვედრიხარ? კი, საერთო მეგობრები აღმოგვაჩნდა და დღესაც ვმეგობრობთ
29) გიყვარს ჩატაობა? ძალიან. როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ და დრო მაქვს აუცილებლად სკაიპით ვიცნობ ვინმეს
30) დაწერე ლექსი ან საყვარელი ფრაზა: ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის.