#36349873 · 9 May 2013, 15:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
super10
QUOTE | კი.... ჯერ დავიწყოთ იმით რომ სავსეა ინტერნეტი გეი პორნოებით |
რომლის ყურებაც ნებაყოფლობითია, ისიც სექსუალური გემოვნებისა და ორიენტაციის მიხედვით და რომელსაც ძალით არავინ ტენის მოზარდს, უყურეო  17-18 წლის მეც ვყოფილვარ და რატომღაც თავში აზრადაც არ მომსვლია ერთხელ მაინც გეი პორნოსთვის მეყურებინოს. შენივე სქესი ან გიზიდავს ან არა. ვერანაირი ქადაგება და პროპაგანდა ვერ მომანდომებს კაცს. QUOTE | წარმოიდგინე საქართველოში 17-18 წლამდე მოზარდს სექსი თითქმის არ აქვს ქალთან. |
ამ სიტუაციის გამოსასწორებლად გეებისა და ლეზბების წინააღმდეგ კი არ უნდა ილაშქროთ, არამედ საზოგადოების შეგნებამდე დავიდეს, რომ სექსი ჩვეულებრივი მოვლენაა. 17-18 წლის მოზარდებს რატომ უნდა ჰქონდეთ ეგ პრობლემად თუ პრეტენზია გვაქვს, რომ ნორმალურ საზოგადოებას წარმოადგენს ქართველი ერი?
გეებზე ფიქრს, სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე იფიქროთ ჯობია. ის გეი კაცთან რომ წევს თქვენ არაფერს გიშავებთ მაგით. ერთადერთი რასაც ითხოვენ ესაა, რომ მათ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს ისე მოეპყრას საზოგადოება. დევნის და შეურაცხყოფის გარეშე.
რატომ არ მართავენ აქციებს ჰეტეროები? და რატომ უნდა გამართონ, როცა მათ ეს არაფერში არ სჭირდებათ, როცა არავინ არ ერჩის. თავის დაცვაც არ უწევთ.
მე არც ვემხრობი LGBT აქციას, არც არ ვემხრობი, სულერთია უბრალოდ. განვითარებულ ქვეყნებში თუ არ იმართება ასეთი ტიპის აქციები ალბათ არ საჭიროებენ, რადგან იქ არატრადიციული ორიენტაციის ხალხს წესით არც არავინ არ ავიწროვებს. ნუ ახლა, ჰოლანდიაში რომ მასეთი აქცია გაიმართება ეგ უკვე პაკაზუხობაა. * * * (არ შემიმჩნევია თემა რომ დახურულიყო)
--------------------
I am pure, I am true I am all over you I am laugh, I am smile I am the earth defiled
https://www.youtube.com/watch?v=OPqV4ipyMsg
|