მაგას ჰუმანოიდის შეთითხვნას უფრო დავარქმევდი მე.
* * *
"საუბარი პირველი"
როდესაც მოწაფეებმა ჰკითხეს იესოს:
-გვითხარი რასა ჰგავს ცათა სასუფეველი?
იესომ მიუგო:
-ცათა სასუფეველი მდოგვის მარცვალსა ჰგავს, ყველანაირ თესლზე მცირედს, მაგრამ როგორც კი მოხნულ ნიადაგში მოხვდება, უდიდეს ხედ აღმოცენდება, რომელზეც ციური ფრინველნი დაიბუდებენ.
(თომა (თომას სახარება) 23)
(ახლა მთავარზე გადავიდეთ)
"ადამიანთა შინაგანი ურთიერთობანი გაქრა ცხოვრების ყველა სფეროში. დავიწყებულია უბრალო ჭეშმარიტება რომ ცოლი უნდა ცოლობდეს, ხოლო ქმარი შესაფერის ქმრობას წევდეს. ქალი და კაცი დღეს ერთმანეთისთვის მხოლოდ "ახლობლები" არიან და მეტი არაფერი. ახლობლობა კარგია მაგრამ ის ვერ იქნება სიღრმისეული. ქორწინება კი სულის სიღრმეში დადებული აღთქმა და საკუთარი თავის სხვისადმი მიძღვნაა. თუ მთლიანად არ ვეძლევით, მხოლოდ ზედაპირზე რჩებით, ვერ აკეთებთ ნახტომს. რასაკვირველია სიღმეში შესვლა საშიშია, თქვენ მხოლოდ ზერელე ურთიერთობაში ხართ ასეთი მოხერხებულები, სადაც მექანიკურად მოქმედებთ და არანაირი შეგნება არ გესაჭიროებათ (აქვე დავძენ იმას რომ აქ უფრო ჩვენი ჩვევები, ჩვენი ეგრედ წოდებული "ხასიათი" და პრინციპები იგულისხმება რომლებსაც არ ვუხვევთ ხოლმე, ტიპა "მაწყენინა და მაგას ვერ ვაპატიებ, მე ამას არ ვპატიობ და ასე შემდეგ"). სიღრმისეული ურთიერთობანი კი თქვენთვის უცხოა. მხოლოდ ზედაპირულად შეგიძლიათ მოძრაობა. თქვენი შეგნება და ყურადღება იმის მიხედვით იზრდება, თუ რამდენად ღრმავდებით საკუთარ თავში, რადგან ამ დროს, ყოველ წამს სიკვდილია მოსალოდნელი. სწორედ სიკვდილის შიშით ვერ ამყერებთ ერთმანეთთან ნამდვილ და ჭეშმარიტ სულიერ ურთიერთობს. ადამიანები უმწიფარნი არიან. მეგობარი ქალი, ისევე როგორც მეგობარი მამაკაცი, ფრიად სასიამოვნოა, მაგრამ ის ვერ იქცევა სულის სიღრმეში შესაღწევ კარად, რომელიც სიყვარულშია დაფარული. მეგობარ ქალთან შეიძლება გქონდეთ სქესობრივი კავშირი, მაგრამ ამ უთიერთობაში სიყვარული ვერ აღმოცენდება. ამ უკანასკნელისთვის უფრო ღრმა ფესვებია საჭირო. სექსი ზედაპირზე ხორციელდება. ის ცხოველური, ბიოლოგიური მობლენაა. სექსი შეიძლება მშვენიერი იყოს როგორც ნაწილი სიყვარულისა, მაგრამ ნამდვილი სიყვარულის გარეშე, იგი ყველაზე დიდი სიმახინჯეა მთელს ქვეყანაზე".
© ოშო.
ნუ ამას ბევრი ლაილაი მოყვება და არა მგონია ამ განყოფილებაში ამდენი ვინმემ წაიკითხოს, მით უმეტეს სწორად გაიაზროს და არა ისე, კრიტიკულად, უნდობლობით "შეიარაღებულმა" და თავის ნათქვამა ტიპებმა ხომ საერთოდ. ევროპაში სექსი წარმატება რომ გონიათ.
აზრი? ყველანაირ ურთიერთობას დაეკარგა აზრი. მე ასე ვფიქრობ.
დღევანდელი ურთიერთობა თუ არ იწყება "მაწყობს, არ მაწყობს" ფიქრებით, ურთიერთობის რაღაც ეტაპზე მაინც დგება ადამიანი ამ არჩევანის წინაშე. დავუშვათ მოსწონს, ან უყვარს, გადახედავს მის შემოსავალს, მის თვისებებს ხასიათს, დაანაწევრებს დაშლის მარტივ მამრავლებათ, თითქოს ნაწილებთან ქონდეს საქმე და არა ერთ მთლიანობასთან, და მისი ფრთხილი და ზარმაცი ტვინი რომელიც შეპყრობილია სიკვდილის შიშით და მუდმივად იმას უჩიჩინებს რომ ერთხელ მოხვედი და ნუ მიუძღვნი ერთს ცხოვრებასო, ეტყვის რომ არ გაწყობს ეს ადამიანიო. მხოლოდ უარყოფითზე მოხდება მთელი კონცენტრირება, რამე თუ ეს აშინებს ტვინს, შიში კი ოხერია. კარიერაში უფრო რისკავენ ადამიანები, უფრო მეტ ფსონს ჩადიან, ის ხომ მომგებიანია მატერიალურად, კაცი და ქალი კი "ყრია". "მეგობარს" ყოველთვის გაიჩენ, სექსშიც რომ დაგაკმაყოფილებს და შენ ზედაპირულ მსოფმხედველობასაც რომ ადვილად აუღებს ალღოს. მეტი რა არის საჭირო? ყურს სიამოვნებდეს, თვალს, და გონებას მისი არსებობა. გონებას რომელიც გეტყვის: "აი ეს გაწყობს" და ისიც დროებით, იმიტომ რომ ზედაპირიდან ადვილია "ათესვა" და ზედაპირზე დაგტოვებს გონება. როგორც კი გამოჩნდება საფრთხე დისკომფორტისა, მაშინვე დაჰკრავ ფეხს და წახვალ, შენ ხომ ფესვები არ გაგიდგამს იმ ადამიანში, და არც მას არ გაუდგამს, თუმცა ეს უკანასკნელი ვის აღელვებს, ასეთებს სასაცილოდ მოიხსენიებენ ხოლმე.
გავაგრძელებ ჯანდაბას...
"თქვენ ვერ ხვდებით, რა ეკუთვნის მიწას. როცა გშიათ, გგონიათ მშიერი ხართ? "არა, ამბობს იესო,-აიღე ჩემი მახვილი და მოიკვეთე იგი!"
შიმშილი სხეულის თვისება და ცხოველური მოთხოვნილებაა. ტვინი ვერ იქნება მშიერი, მაგრამ
სხეულს არ გააჩნია შეგნება ტვინი შეიგრძნობს შიმშილს.
......................................
ის რაც მიწიერია ეკუთვნის მიწას - დააკმაყოფილოთ მიწიერი, მაგრამ ამან არ უნდა შეგიპყროთ, ნუ გაიგივდებით მასთან, თუ კი გრძნობთ შიმშილს, ეს თქვენს სხეულს შია, დაიმახსოვრეთ - დაიკმაყოფილეთ შიმშილის გრძნობა, მაგრამ ნუ ემონებით საჭმელს. ბევრი ადამიანია საჭმელზე შეშლილი. მათთვის ჭამა აკვიატებული აზრია (ბევრ ფიზიოლოგიურ მოთხოვნაზე ვიტყოდი ასე) ისინი გამუდმებით ჭამენ. მერე უეცრად გული უცრუვდებათ ჭამაზე და იწყებენ მარხვას - შიმშილობენ ერთთავად შიმშილობენ. ორივე შემთხვევაში ხდებით აკვიატებული აზრის მონები: ჭამო ძალიან ბევრი ისევე ცუდია, როგორც, რომ იშიმშილო. საჭიროა სწორი ბალანსი, მაგრამ ვინ მოგცემთ ამას?
.......................................
როდესაც ცეცხლი ძალზედ ბევრია, (შინაგან ცეცხლზეა საუბარი) თქვენ გიხდებათ მისი გამოთავისუფლება, როცა ცხოველები სქესობრივად აღეგზნებიან, ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი იწვიან. ამ ნათქვამში არის აზრი, ვინაიდან სქესობრივად აღგზნება მართლაც არის ცეცხლის სახეობა, მისი სახესხვაობა. როდესაც ჩვენში იმაზე მეტი ცეცხლია, ვიდრე ძალგვიძს ავითვისოთ, საჭირო ხდება მისი გამოყოფა. ამისთვის გამოსავალი არის სექსი.
გაიხსენეთ - ცხელ ქვეყნებში ადამიანები უფრო სექსუალურნი არიან ვიდრე ცივში (სექსუალური დიდ ძუძუებიანები და გრძელფეხებიანები რომ გგონიათ ამ პორნოგრაფიების და შამპუნების რეკლამების გადამკიდეებს და გრძელი ფეხი რომ გაუწყებთ ქალის სექსუალურობას ჰეჰ) . სექსს პირველად "კამა სუტრა" კოკაშასტრა" და "კოკა პანდიტა" განიხილავდნენ. აღმოსავლეთში ფროიდამდე სამი ათასი წლის წინ არსებობდნენ ფროიდისტები. დასავლეთში კი სექსმა ამ უკანასკნელ პერიოდში მოიპოვა მნიშვნელობა.
ცივ ქვეყანაში ადამიანს სხეულში არ აქვს საკმარისი ცეცხლი, რომელიც ძლიერ სექსუალობას გამოიწვევს. დასავლეთში სექსმა ამ ბოლო 3-4 ასწლეულში მოიპოვა მნიშვნელობა, რადგან გაჩნდა ცენტრალური გათბობა. ამიტომაც იქ ადამიანები აღარ არიან ისეთი ცივები, მანამდე კი სხეულს მხურვალება გაუთავებლად ებრძოდა სიცივეს. აი ამიტომ იზრდება აღმოსავლეთის მოსახლეობა, ძნელია ამას ხელი შეუშალო. დასავლეთში კი ასეთი დემოგრაფიული აფეთქება არ არის.
..........................
სექსი სითბური და ცეცხლოვანი ფენომენია. ყოველგვარი სქესობრივი თუ სულიერი ტრანსორმაცია ცეცხლზეა დამოკიდებული".
მაგრამ აქაც ძღომასთან და უზომობასთან გვაქვს საქმე. დაახლოებით რას გავს იცით? მორფზე დამოკიდებულებას. აი მოფრი ხომ საჭიროა, მაგრამ მორფის მოთხოვნილება არ აქვს სხეულს, შეიძლება ტვინს გაუჩნდეს, იმიტომ რომ ტვინმა იცის სასიამოვნოა მორფი. სექსზეც იგივეა, და როდესაც ტვინი მიმართულია ამ მხრივ, სხეულს ამზადებს სქესობრივი აქტისთვის, შესაბამისად ჩნდება მოთხოვნილება სექსის. მოთხოვნილება პარტნიორის ყოლის, მაგრამ ვინაიდან მაღალი ზნეობის მქონე საზოგადოების წევრები ვართ, ჩვენ ამ მოთხოვნილებას არ ვისრულებთ პირველივე შანსზე თორემ შანსი იმდენივეა, რამდენ ადამიანსაც სურს სექსი თითოეულის გარშემო.
ვაგროვებთ, ვაქუჩებთ მეგობარ ბიჭებს, მეგობარ გოგონებს, თავდაჯერებულობისთვის, და ვეჩვევით. ვეჩვევით იმას რომ ეს ადამიანები გვმატებენ საკუთარ თავში რწმენას, რწმენას იმისას რომ ვართ ჭკვიანები, სასურველები, ვაკმაყოფილებთ საზოგადოებრივ სტანდარტებს, და როდესაც ვახსენებ საზოგადოებრივ სტანდარტებს ნუ გამოვეყოფით ახლა საზოგადოებას, ჩვენც ვღებულობთ მონაწილეობას რაღაც სტანდარტების და ზომიერების შემოსაზღვრაში. და გვაქვს ამდენი ზედაპირული ურთიერთობა, რომელიც არც სულიერად გვზრდის, არც ზნეობრივად არ გვამაღლებს, უბრალოდ თავს საჭიროდ მივიჩნევთ, ეს ხომ ყველას გვჭირდება, და პლიუს ამას, ყოველთვის გვყავს ის ვინც გაგვჟიმავს, ან ის ვისაც გავჟიმავთ, ტვინმა მიაღწია მიზანს, შეამზადა სხეული, ხოლო სხეულმა მისცა სიგნალები ტვინს, და ტვინმაც დაგვაწყებინა მოქმედება - მეგობრების გაჩენა და ასე შემდეგ...
ახლა განსაჯეთ თუ რა აზრი აქვს ქალისა და კაცის ურთიერთობას.
This post has been edited by aca baca banci bunca on 28 May 2013, 04:57
დიპერი მოკრივეა, შენ პამიდორი ხარ.
https://www.youtube.com/watch?v=Hb56OiHJfcM
მაკოცო რა, ხატი კი არ ვარ... (c) პაპაჩემი.
http://www.ice.ge/liv/liv/rachul.php