,,- რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?
- ქალს? - სამი რამ უნდა ჰქონდეს კარგი - ხასიათი, ტან-ფეხი და სახე.
- რაღა ახლა მოგინდა სიმარტივე? - თუმცაღა სწორი კია...
- ეგრე თუა, უფრო მარტივად უნდა გეთქვათ.
- როგორ მაინც?
- როგორ და: ხასიათი და გარეგნობა. თუმცა "ტან-ფეხი" გარეგნობაზე მოკლე სიტყვაა... ასოების მხრივ... უი, ჰო, სახე როგორ დამავიწყდა?
- მაშინ თქვენ სცადეთ...
- ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაირებოდეს... ოღონდ უნებურად..როგორც დევნილი... ან მდევარი.. - და როცა მოვა, როდესაც მოვა, და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს - დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი...
ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე - მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები მუდამ ამბობენ...და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ.. ო, მაშინ...
თვალებით ყევლაფერის თქმა უნდა შეეძლოს...ყველაფერი მიგანიშნოს, და რაც მთავარია უნდიხარ შენ თუ არა...
-სახის ჩრდილებიც, - ყველაფერს აქვს თავის ჩრდილი - შუბლს, თმას ცხვირს, ტუჩებს..
ხელისგული - ნამდვილი ქალის ხელის აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ...მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ - მაშინვე მიხდებით ნამდვილი ქალი თუა - ანდა საკუთრი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ -რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვის ქალის ხელისგული... ''

გამოგადგებათ კაცებს
This post has been edited by merciamercia on 15 May 2013, 02:02