წვივები მიტაცებს - ლამაზი მოქნილი და მკვრივი წვივები...
დღეს საღამოს ვიმგზავრეთ ერთად მე და უცნობმა გოგონამ - ავტოს უკანა სავარძელზე ვისხედით ორივენი...
მე ჩასხდომამდეც შევნიშნე ძალიან ლამაზი მუხლები და გეკოს (ავსტრალიური ხვლიკის) წერტილოვანი ლურჯი სვირინგი მის კრიალა მარჯვენა წვივზე - კოჭიდან -
კვირისტავამდე...
მერე რაც მოხდა...
თხელი ლურჯი კაბა შვენოდა ჩემი ფეტიშის ობიექტს, ძალიან... აქ მე უმთავრესად ვგულისხმობ კანის და ქსოვილის ლაციცს ერთურთთან...
აჰჰ...
იცი, ახლა ვხვდები, რომ ფსიქიატრიულ შოკში გვამყოფებენ დედაქალაქის ბინადართ...
წარმოიდგინეთ, ამ უმწიკვლო არსების და უკანასკნელი 3 დღის ვნებათაღელვის შემყურემ, გავიფიქრე, რომ, ალბათ, ეს სწორედაც სიძვაა და მინდა, მქონდეს გავარვარებული შანთი, რომლითაც ამოვტვიფრავდი მის ლორთქო კანზე ვეფხისტყაოსნის 578-ე სტროფის პირველ 3 სიტყვას და ამით გადავარჩენდი 2 ქართველ ჰეტეროს გარდაუვალი ცდუნებისაგან...
ბათ...
all changed, changed utterly, a terrible beauty is born...
მანქანამ ზანტად აუხვია ღვინის ქარხანასთან...
მე მას შევეხე...
ეს იყო ვერაზე, ძველ სკოლასთან...
წვივები მიტაცებს - ლამაზი მოქნილი და მკვრივი წვივები...
love and peace, boys and girls

ვხუმრობ, ბავშვებო, დაიძინეთ ეხლავე!
This post has been edited by beatlesflacone on 20 May 2013, 04:30