პოსტებს გადავხედე და კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ქართველები ურთიერთობების აზრზე არ ვართ.
არც შეყვარება და არც დაშორება ერთ დღეში არ ხდება, არც მიზეზის გარეშე არ შორდება არავინ არავის, ეს უბრალოდ თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი. დაშორების დროს მიზეზი მხოლოდ ერთი მხარე არასდროს არ არის და აჯობებს საკუთარ თავსაც კითხოთ თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში სანამ დაგშორდებოდათ. გარდა ამისა, რას ნიშნავს შეყვარებული არ იყო, აბა ვინ იყო? თქვენი აზრით როცა ბიჭს (გოგოს) თქვენს მიმართ გარკვეული გრძნობა აქვს და შეყვარებულად გთვლით და თქვენ უაზრო კაპრიზების და თავის დაფასების გამო თქვენ ამას არ აღიარებთ ეს მეორე მხარისათვის დისკომფორტი არ არის? ყველას მობეზრდება ეგეთი რაღაც და უბრალოდ ყელში ამოუვა და დაგშორდება. მით უმეტესე როცა ეგეთი დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხის მიმართ ეგ ურთიერთობაზე აუცილებლა აისახება.
არც დაშორებაა ტრაგედია და არ ღირს ამის გამო მეორე ადამიანის გალანძღვა და ,,მიწაში ჩადება", 20 წლიანი ურთიერთობები სრულდება და 2-3 თვიანს რაღას მისტირიხართ? როცა ადამიანი ესეა დაიზმენებული და აგრესიაულად განწყობილი სიტყვა ,,დაშორების" მიმართ, ეგ ურთიერთობაში პრობლემას ქმნის, ვინაიდან ეგ კომპლექსია, რომელიც ბევრ სხვა რამეშიც შეიძლება გამოვლინდეს.
აჯობებს ცოტა მოეშვათ და სხვა თვალით შეხედოთ ურთიერთობებს და მარტო საკუთარის გასწორებაზე არ იფიქროთ და ღამით იმის შიშით არ დაიძინოთ, რომ ვაიმე ხვალ რო ნახავ ხომ არ დაგშორდება. რაც უფრო თავისუფლად და ლაღად იქნები, მით უკეთესი იქნება თქვენთვის