#37913962 · 7 Sep 2013, 11:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეეშვი. თუ არ ხარ შვილებიან ქალზე პასუხისმგებლობის ამღები და რამის მიმცემი. თუ არ უყვარს და მაინც ქმრის გვერდითაა, ესეიგი აქვს მიზეზი საამისოდ. უფრო დაცულად გრძნობს თავს ალბათ და არ აქვს საიმისო ძალა (ან საერთოდ, ან ამ მომენტისთვის), რომ მარტომ გაქაჩოს. მასეთ ქალს ნაბიჯის გადასადგმელად ძლიერი მამაკაცი ჭირდება, რომელიც რამეს პირდება და შესრულებაც შეუძლია. არაფერი გამოგივათ, თუ შენც სუსტი ხარ და ისიც. ის შენგან მეტ ინიციატივას და "გარანტიას" დაელოდება, სხვა შემთხვევაში ვერ გაბედავს შენთან რამე გააბას. შენ კი ვერაფერს შეპირდები, თუ არ შეგიძლია მოქმედება... იქნებით ასეთ სევდიან წრებრუნვაზე, სანამ ან ის არ დაიღლება, ან შენ. ხანგრძლივად ასეთი სიტუაცია ორივეს სიცარიელის და საკუთარი თავის უპატივცემულობის გრძნობას გაგიჩენთ.
|