არასწორად არ გამიგო, წვრილამანებამდე განსჯა ჩემი რა საქმეა

ახალგახსნილზე არც მიფიქრია დაპოსტვა, უბრალოდ ახლა გავიფიქრე _
რომ ჩემი რჩეული რომ ასე ორჭოფობდეს, ტოესწ ბოლომდე გაუაზრებლად დგამდეს ასეთ ნაბიჯს, ნაღდად გამიტყდებოდა : )
მეორეს მხრივ, სადღაც სირფთხილის და ასჯერ გაზომვის მომენტი იგრძნობა შენგან და ამიტომ თითქოს ბუნებრივია ასეთი კითხვები,
მაგრამ აქ საქმე ხო არ ეხება რაიმეს ყიდვა-არყიდვას, ან დასასვენებლად წასასვლელი ადგილის შერჩევას?.. :დ
დაოჯახებაზეა საუბარი.... არა, იმას არც გეუბნები რომ არასერიოზულად უდგები საკითხს,
უბრალოდ მიკვირს რომ უფრო სერიოზულად არაა საქმე... : )
კონკრეტულ მითითებას არც გაძლევ პრინციპში.
საუბარში მხოლოდ იმიტომ შემოვდივარ, რომ გულწრფელად გამიჩნდა ესეთი კითხვა:
თუ ბავშვის გაჩენას არ აპირებ(თ),
თუ დროის უმეტესი ნაწილი მაინც კარიერას უნდა დაუთმო,
თუ როგორც მინიმუმ არ იცი რა შეიცვლება და მაქსიმუმ არც გინდა რომ შეიცვალოს,
და საერთოდ _ თუ არ იცი რა იქნება მერე...
მაშინ რისთვის ოჯახდებით? მხოლოდ იმისთვის, რომ გადასახადები გაიყოთ შუაზე?

თემა თვითონ ისეთ კითხვაზე გახსენი, რომ აქ პირიქითა ლოგიკით უნდა წახვიდე მგონი.
ანუ მოდი კითხვა ასე დასვი: დაოჯახებით რა შეიცვლება კარგისკენ? ანუ რა მოგემატებათ ისეთი, რაც დღეს გაკლიათ?
ნუ, შენნაირი ფრთხილი და პრაგმატული შეხედულების ადამიანი რომ მარტო სტატუსის გამო არ მიდის დაოჯახებაზე, ამაში ეჭვი არ მეპარება.
და მაშინ კიდევ სხვა რა?