"მოკლე სახელმძღვანელო" ანუ როგორ გავთხოვდეთ?!
1. "მინი Юბკა" და მოტკეცილი ჯინსი, მხოლოდ ტანწერწეტა გოგონებს უხდება.
2. თეთრ კეტასებზე შავი გეტრებით ვერ გათხოვდებით და ვერც მეუღლეს შეინარჩუნებთ.
3. ორ კვირიანი მაკიაჟი არ არსებობს, თავს მოუარეთ ყოველდღიურად. მოეშვით გუაშით სახის ტყაპნას. დაიმახსოვრეთ ის რაც უხდება სხვას – თქვენ შეიძლება არ მოგიხდეთ – იყავით ინდივიდუალურნი.
4. მსხვილ კოჭებს თეთრი ფეხსაცმელი არ უხდება, არც წითელი კაბა.
5. თუ გაწუხებთ ზედმეტი წონა, მოერიდეთ ტოპ–მაისურის ჩაცმას. – „ბანდაჟი“ ყველგან იყიდება, გამაჯანსაღებელი ცენტრებიც მრავლადაა ქალაქს. თუ ჯერ კიდევ ვერ მოასწარით „საჯდომის“ გამკვრივება, ჯინსის ქვეშ „ტანგის“ ამოცმას მოერიდეთ.
6. თქვენს მოვლილობას „პედიკიური“ უსვამს ხაზს და არა შავი ტუში! „მანიკიურიც“ მნიშვნელოვანია. – ნუ წაისვამთ ცისფერ, იისფერ და სალათისფერ ლაკს - გაუფრთხილდით ფრჩხილებს! შავ წარბებს, აგურისფრად შეღებილი თმა არ უხდება! ულვაშებსა და ხელზე თმას „პერეკისი“ არ შვლის!
7. შეეცადეთ თქვენი ფეხის ზომის შესაბამისი ფეხსაცმელი მოირგოთ. „ბასანოშკის“ ყიდვისას, ყურადღებით დააკვირდით – ნეკა თითი შრეს მიღმა, ეულად ხომ არ რჩება!
8. იმ ზომამდე ნუ გაირუჯებით, რომ საყვარელი მამაკაცი დააკომპლექსოთ – ბავშობაში, შავი ალქაჯის ყველა ბიჭს ეშინოდა.
9. თუ ოფლიანობას უჩივით, მოერიდეთ ისეთი ფაქტურის პერანგების ჩაცმას, რაც ილანდება. დაიმახსოვრეთ სხვადასხვა სურნელის მქონე სუნამოს, „დეზადორს“ და „ბოდი ლოსიონს“ ერთმანეთში ნუ აურევთ – ეს მამაკაცში გაორებას იწვევს! მკაცრად აკონტროლეთ ავანგარდული ჩაცმის სტილი – რაც ხშირ შემთხვევაში სიგორსალის და ქაჯობის ზენიტში კაშკაშებს.
10. "სვეცკ" ატმოსფეროში ლუდს ნურასოდეს ნუ დალევთ, სასმელს "ზაკუსკას" ნუ მიაყოლებთ, საერთოდ ნუ დალევთ ნუუ!!! შესაბამისად მთვრალ ცრემლებსაც არ გადმოღაფავთ – ვისთვის არ უტკენიათ გული?! – დაინუგეშეთ თავი, რომ სხვებისგან განსხვავებით – ქალიშვილობას 32 წლამდე შეელიეთ.
11. როდესაც მამაკაცი რესტორანში გპატიჟებთ, ფასის მიხედვით ნუ აირჩევთ კერძს! შეუკვეთეთ თქვენი გემოვნებით – გემოვნებაზე არ დავობენ! როდესაც კავალერს ანგარიშის დასახურად ქვითარს წარუდგენენ, ნუ შეისწავლით ფასს და დაიზეპირებთ.
12. კლუბსა თუ რესტორანში, ცეკვის დროს დამოუკიდებლად, ნუ იბზრიალებთ, პარტნიორს თაბრუ არა ტრიალით, არამედ ქალური შარმით დაახვიეთ.
13. სექსის დროს ბევრს ნუ ილაპარაკებთ, ამ შემთხვევაში თქვენი ნათქვამი ერექციის საწინაღმდეგოდ მოქმედებს. შეეცადეთ იყოთ დინამიურნი, მოერიდეთ უხერხულ და ზედმეტ მოძრაობებს.
14. ნუ შეიმჩნევთ და ყველას ნუ მოუყვებით, როდესაც მამაკაცი შემოგხედავთ. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას. ნუ შეაწუხებთ... მიეცით საშუალება, რომ თვითონ იზრუნონ თქვენზე! იმ შემთხვევაში თუ „შემთხვევით“ მის გვერდით გაიღვიძებთ, ნუ ეტყვით, რომ ეს შეცდომა იყო. ნურც იმას ეტყვით, რომ ყველასთან ასე არ იქცევით და ეს პირველია. მოერიდეთ ზედმეტ კითხვებს და აქტიურობას.
დაიფასეთ თავი და თქვენც დაგაფასებენ!
აქაც დავდებ