nino877,
მე რატომღაც მგონია, რომ ვერ კი არა, უბრალოდ არ თხოვდებით. აღარ მახსოვს, ვინ თქვა, ყველა გაუთხოვარ ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეძლევა გათხოვების შანსიო.
ერთი მეგობარი მყავს, ძალიან უნდოდა გათხოვება, ისიც ასეთი სასოწარკვეთილი იყო, მახსოვს

ეს ჩემი მეგობარი იყო თბილისელი, "სვეცკი" უბნიდან და ბუზს რომ არ ისვამდა თავზე, ისეთი! იმ პერიოდში ჩემს ბიძაშვილთან მუშაობა დაიწყო ერთმა ამბროლაურელმა ბიჭმა (სოფლის სახელი არ მახსოვს), ნიკა ერქვა. ეს ნიკა იყო უფულო, უსახლკარო, სადღაც ნაქირავებში ცხოვრობდა, თვიდან თვემდე ძლივს გაჰქონდა თავი და ყველა სიკეთესთან ერთად, იყო ენაბლუ და მომენტებში ცოტა ელამიც. რამდენჯერაც მივედი ჩემს ბიძაშვილთან, "გამარჯობა" ვერ მითხრა წესიერად, სულ ენა ებმოდა ხოლმე: მეცინეობოდა მის დანახვაზე (ღმერთო, მაპატიე!).
ერთ მშვენიერ დღეს ეს ჩემი მეგობარი მირეკავს და ისე, სასხვათაშორისოდ მეკითხება, ნიკას იცნობო. რომელს? ენაბლუ რომაა, იმაზე მეკითხები-მეთქი, სიცილით ვუპასუხე. "როგორ, ენაბლუა?" დაბნეული მეკითხება ეს გოგო.

"რავი, მე მაგისგან წესიერად ნათქვამი "გამარჯობა" არ გამიგია, და ენაბლუა, აბა რა ჩემი ფეხებია-მეთქი", კიდევ უარესად გამეცინა (მაინც რა "იაზვები" ვართ ეს გოგოები

). ეს ჩემი მეგობარი რაღაც ნირწამხდარი დარჩა, მარა მაშინ არ მივაქციე ამას ყურადღება.
ამ ამბიდან გავიდა ასე 1-2 კვირა და ჩემი ბიძაშვილი მირეკავს: ჩემთან რომ ნიკა მუშაობდა ხომ გახსოვს? ცოლად შენს მეგობარს ირთავს (დავარქვათ ქეთი), 2 კვირაში ქორწილი აქვთო.
გამოვშტერდი!!! ამ გოგომ ქორწილადმე 1-2 კვირით ადრე ისიც კი არ იცოდა, რომ ის ბიჭი ენაბლუ იყო: გაურიგეს.
ასეა ეს! ის გოგო დღეს გათხოვილია. ვისაც ბავშვის გაჩენაზე ლიცენზია უნდა, ყველა ასე იქცევა საქართველოში. რაც მალე ამოიგდებ თავიდან აზრებს სიყვარულზე, რაღაც აბსტრაქტულ ურთიერთგაგებებზე (ქართულ რეალობაში აბსტრაქტულია, არ შემედაოთ

) და ა.შ. მით მალე გათხოვდები.
თუ არა და, წადით საზღვარგარეთ (მანდ ასაკობრივი ლიმიტი პრობლემა არაა, არც გარეგნობა და საერთოდ არაფერი). ოღონდ ისე კი არა, რომ 2 კვირაში უკან გამოიქცეთ

სულ წადით. ვიცნობ ისეთებს, რომლებსაც ქართველი ბიჭები ზედ არ უყურებდნენ და ახლა ძალიან ნორმალური ქმრები ყავთ ერთს გერმანიაში და მეორეს ბელგიაში.
აქ ხალხს ეცინება, არადა რასაც თქვენ წერთ, ძალიან სერიოზული პრობლემაა.