#36925394 · 20 Jun 2013, 22:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადამიანი ზოგადად ბუნებით ეგოცენტრულია და ვინაიდან ეგოიზმი ბოროტებაა, შესაბამისად ყველა ადამიანი ბუნებით ბოროტია. აბსოლიტური სიკეთე მხოლოდ ღვთის თვისებაა, ამას ჩვენ ქმნილებანი მოკლებულნი ვართ, რადგან იქ სადაც არ არის აბსოლუტი, ვეღარც სრულყოფილებაა, ამიტომაც უპრიანი იქნება ცნება "ნაკლებად ბოროტი", "შედარებით კეთილი".
თემას რაც შეეხება ზედმეტად ბავშვურია, ბოლომდე ვერ გავათვიცნობიერე რისი თქმა სურდა თემის ავტორს, "ყოფილი ცოლების კლუბის ტრაგიკომედიის სინდრომით" დასნებოვნებული ადამიანის ხავსთა ჭიდილს მაგონებს ეს ყველაფერი. რას ნიშნავს ბოროტი გოგონა არ არსებობს? ეს ჩემთვის აუხსნელია. მე ვიტყვი, რომ არ არსებობს აბსოლიტურად კეთილი ადამიანი და ავხსნი კიდეც ჩემი სიტყვის მართებულობას.
This post has been edited by Farzo on 20 Jun 2013, 22:04
--------------------
მჭერმეტყველებაა-თქვა სიმართლე და გაჩუმდე…
|