ბოლოს ეს წავიკითხე.
მე ვხედავ ამბებს. რომლებიც სასაცილოა. სასაცილო და კიდევ ბევრ რასმე. რაც სამწუხაროა. სამწუხარო: მოკლედ მთელი ქვეყანა სულელია. სულელი. აქაც, ვით ყველგან. ეს გი დე მოპასანის სიტყვებია.თავისი მასწავლებლის და დიდი მეგობრის დიდი ფრანგი მწერლის გუსტავ ფლობერისსადმი მიწერილი. დიახ ამ სულიერი ქვეყნის საფრანგეთის ცხოვრებაა ასახული ლამაზ მეგობარში. რომანი აცოცხლებს XIX საუკუნის 70- იანი წლების პარიზს. სადაც ყველა ყველაფერს ყიდის და დავადაც უსირცხვილოდ იყიდება. ვინ ქუჩის მეძავია, ვინ მდიდრული ბუდუარისა. ვინ რელიგიას დასაკეც ქოლგასავით იყენებს. ვინ საგარეო საქმეთა პოლიტიკას საკუთარი ფინანსური მაქინაციებს უთანხმებს... და ამ საყოველთაო განუკითხაობაში ჩნდება გაალფონსებული ჟურნალისტი ჟორჟ დირუა, კარიერაზე მეოცნებე არამზადა. რომლისთვისაც ყოველივე წმინდა და ადამიანური უცხო და მიუღებელია. მაღალი საზოგაოდების ქალბატონის,მდიდარი საყვარლის პატარა გოგონას ლამაზი მეგობარი შეურქმევია მისთვის და ამასაც კი ჟორჟი იმავე საზოგადოების დსაბყრობად იყენებს. არც იმას ერიდება კიდევ ერთი საყვარლის. მდიდადი და ჭკნობაშეპარული ქალის მომხიბვლელ გოგონას დაახვიოს თავფრუ და ...
მოკლედ ლამაზ მეგობარში ძნელად იპოვი ზნეობრივად სრულყოფილ პერსონაჟს! სამაგიეროს ამ პერსონაჟებს შეულამაზებლად დაახატვინა მწერალმა ის სამწუხარო რეალობა რომლსაც ქმნიდა. ბებერ როსკიპად ქცეული იმდროინდელი საფრანგეთის საოზოგადოება

ეს წავიკითხე მოკლედ

დიდად არ მიყვარს მსგავსი წიგნები.