ბილეთი ავიღე და ეგრევე გამოვფრინდი,ისე ჩამოვედი ხუთწლიანი განშორების შემდეგ,რომ აეროპორტში არავინ დამხვდა,არც მინდოდა,ბარგი აეროპორტში დავტოვე,ტაქსი გავაჩერე და ეგრევე ნიასთან წავედი,ზუსტად ხუთი წლის წინ წავედი,ზუსტად იმ დღეს ჩამოვედი,და დღეს ნია 25 წლის ხდებოდა, ხალხი ირეოდა მის სახლში,უცბად ნიას ნათესავი გამოვიდა სადარბაზოდან,რო დამინახა თვალებს არ დაუჯერა,სახლში შემოვიარეთ,რაღაცეები დაგვრჩაო და ისევ უნდა გავვარდეთო,ნია სად არის მეთქი და წამოდი იქ მივდივარო,ავდიოდი კიბეებზე და არ ვიცოდი როგორ გაგრძელდებოდა ეს დღე და საერთოდ ყველაფერი,დარჩენას არ ვაპირებდი,მინდოდა უბრალოდ მენახა,შევედი დარბაზში და დავინახე ქალი,რომელზეც ვაბოდებდი,რომლის გამოც სიცოცხლეს დაუფიქრებლად დავთმობდი და რომელიც ეხლა ისე მიყურებდა,როგორც მტერს,წამიერმა დაბნეულობამ გაუარა,თვალებში რისხვა ჩაუდგა,მაგრამ თავს ძალა დაატანა და ხელოვნურად გაიღიმა.
* * *
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა და ეგრევე შევტრიალდი და წასვლა დავაპირე,რომ ნიამ უთხარით არ წავიდესო,კიდევ რაღაც გადაულაპარაკა თავისიანებს,აქ დაბრძანდით,სკამზე მიმითითა,უსიტყვოდ დავჯექი,პირი არაფრისთვის დამიდია,ჩვენ სტუმარს მოვუსმინოთ თქვა თამადამ,ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა,საკუთარი გულისცემა გავიგე,ნია დავლოცე,სტანდარტულად,ყოველგვარი ამაღელვებელი სიტყვების გარეშე,რა უემოციო გამხდარხარ,ირონიით ჩაილაპარაკა,ნია პრობლემაა რამე?კითხა ერთმა კუნთიანმა ტიპმა,ნიამ არ უპასუხა,სასმელი მალე მომეკიდა,გარეთ გამოვედი და ამ დროს ისევ ის კუნთიანი გამეჩითა,ნიას ვინც აწყენინებს დედას..და დამთავრებული არ ქონდა რომ ვხიე,ეგრევე სიფათში მოხვდა,მარა ნავარჯიშები იყო ეს ჩემისა და წამოვიდა ღმუილით ჩემზე,ამ ჭიდაობაში ორივე ფანტანში ჩავვარდით.
* * *
ამ დროს წყალში კიდევ ვიღაც გადმოეშვა და სხვებიც მიყვნენ,ვინ ვის უტყავდა ვერ გაიგებდი,ბოლოს დაცვამ ივაჟკაცა და როგორც იქნა გაგვაშველეს,ჩემი ჟილეტი მოვისაკლისე,ცხვრიდან სისხლი მომდიოდა,კუნთიანს გადავხედე და მომეშვა,ის ჩემზე უარეს დღეში იყო,საფენებს ადებდნენ გასიებულ ცხვირზე,ბოლოს ანერვიულებული და ტირილისგან თვალებაწითლებული ნია დავინახე,მიდგა იმ კუნთიანს და რაც მე დავაკელი,სიტყვებით აუნაზღაურა.ბოლოს ჩემთან მოვიდა გაკაპასებული,შენ სულ შარში როდემდე უნდა ხვდებოდეო და ეხლა მე მომდგა,მარა გაცილებით ლაითად.
* * *
წამოდგომა მომინდა,მაგრამ მგზავრობამ,სასმელმა და ჩხუბმა ძალები სულ წამართვა,წადი ნია მე აქ ვიქნები ვუთხარი,იდიოტი იქიდან მიპასუხეს,ბოლოს ამდენი დაძაბულობისაგან ჩამეძინა,თვალი რომ გავახილე,ნიას კალთაში მედო თავი,ნია რაღაცას თავისთვის სიმღერას ღიღინებდა ჩუმად,თან ეღიმებოდა,შემეშინდა არ დაენახა რომ გამეღვიძა და თავი მოვიმძინარე ისევ,ნია ჩვენ სიმღერას მღეროდა,მღეროდა ისე,როგორც იმ დღეს განთიადისას,მზის ამოსვლას რომ შევხვით ერთად,ეხლა მზე არ ანათებდა,სამაგიეროდ ჩემს სულში იყო მზე და ნია ამ მზის სითბოში იყო გახვეული,უცებ გაჩერდა ვიგრძენი რომ დაჟინებით მიყურებდა,ბოლოს დაიხარა და მაკოცა,მეც უცბად ისე ვუპასუხე,რომ მოულოდნელობისგან შეხტა,რაო გზააბნეულო რომეო გაგეღვიძა?ისევ ირონია,თქვენ გამაღვიძეთ ქალბატონო ჯულიეტა,თორემ მშვენივრად მეძინა,დიდხანს გეძინათ?ხუთი წელი,და საბოლოოდ გამოგეძვიძათ?დიახ.მიყურა,მიყურა და რატომ შემიყვარდი აფერისტო რომეო,როცა ამდენი პატიოსანი კაცი ცდილობდა ჩემი სიყვარულის მოპოვებას?ის კუნთებდაბერილიც ხომ არ იყო მათ რიგებში,ვკითხე და მოტეხილი ცხვირი გამახსენდა,დღეს აპირებდა საბოლოო პასუხის მიღებას ჩემგან ჩემო საბრალო რომეო,და პასუხი რა იყო,დაუფიქრებლად მიპასუხა-არა,იმიტომაც დავბრუნდი,არ დაბრუნდებოდი და შენი აჯობებდა,რას იზავდი?არაფერს,შენ მებრალებოდი უჩემოდ ძალიან გაწვალდებოდი და ისევ მაკოცა,ნეტავ არ გათენდებოდეს ვთქვი მე.
* * *
რას მღეროდა ნია და დიდ არაფერს,უბრალოდ ჩვენთვის იყო ეს სიმღერა ლამაზი და კარგი
* * *
.............................................................................
* * *
ეს სასაცილო სიმღერა იყო.