<<Fxoveli>>რასაც შენ ამბობ _
ნაკლებად დაკუნთული და შედარებით მაღალი ტანი _ ეგეთი ზოგს უვარჯიშებლადაც აქვს.
მაგრამ თემა მაგ "კარგ" ტანებზე კი არა, ნავარჯიშებ სხეულზეა. ხომა აშკარადაა განსხვავება?

ასე რომ არ მესმის იმის მტკიცების აზრი, რომ
"სინამდვილეში მაგარი ტანი სხვა რამეა"...

იმ დაკუნთვამონდომებულ დაბლებს თავისი მუღამი აქვთ და რატომ უნდა შეიკავონ თავი?
იქნებ მათთვის სხვა რამეა ლამაზი სხეული და შენთვის სხვა...
და მასავით დაბალ გოგოს იქნებ ის ურჩევნია დაბალი და დაკუნთული მამაკაცის გვერდით იყოს,
ვიდრე დაბალი და უფორმოს გვერდით...
გარდა ამისა, ვარჯიშს მარტო კუნთებისთვის არ მისდევს ხალხი.
ჯანმრთელობა, რეჟიმულობა, ცხოვრების რიტმი, ფსიქოლოგიური განწყობა, განტვირთვის საშუალება, ჰობი...
არაერთი მიზეზი არსებობს ვარჯიშის სტიმულისთვის.
ასე რომ, არ ღირს ქათამსა და კვერცხზე დისკუსია.
ზოგადად ცნობილი და უდავო ფაქტია, რომ ნავარჯიშები სხეული გაცილებით უფრო მეტს მოსწონს, ვიდრე არ მოსწონს.
და დანარჩენი წვრილმანები უკვე ინდივიდუალური გემოვნების საკითხია.
იქ ვიღაცას მხრების სიგანე ურჩევნია, ვიღაცას პრესის კუბიკები და ვიღაცას ხელების სიმსხო.
მაგრამ აზრი ერთი რჩება: ასარჩევად რომ ქონდეს საქმე, ყველას მაინც ის ურჩევნია _იყოს კარგად ნავარჯიშევი,
(თუნდაც ის ე.წ. "ზედმეტად" ნავარჯიშევი) : ))
ვიდრე ისეთი, როგორადაც ყოფნით იმ მომენტში უწევს დაკმაყოფილება და თავის დამშვიდება
This post has been edited by SCO on 3 Aug 2013, 14:46