თემის არსი დაიკარგა მგონი
კითხვაა რამდენი უნდა ქონდეს კაცს ხელფასი რომ არ შეეშინდეს ოჯახის შექმნის.
და აქ წავიდა მავანთა სიზარმაცეზე ლაპარაკი

იმჰო დღეს 1200-1500 ლარი საკმარისია თუ გოგოც მუშაობს ოჯახის სტარტ აპისთვის.
3K არ მეყოფაო ვინც ამბობს ან მეტიჩრობს ან ზემეტად პრეტენზიულია.
დაეშვით ცოტა, საქართველოა ეს და მოსახლეობის 2%-ს თუ აქვს ეგეთი შემოსავალი.
მაგას თუ ვუყურეთ დაოჯახება საერთოდ უნდა აიკრძალოს.
ეხლა იმაზე რომ ვიღაცეებს 3K მიუღწეველი გონიათ და არაა ეგრე უბრალოდ ტრაკის/თავის განძრევა ეზარებათ.
საკმარისია მოინდომო და შეხვალ იმ ბედნიერ 2% პროცენტში. მაინცდამიანც ციფრზე ნუ გამომეკიდებით პირობითად ვამბობ

საქმე იმაშია რომ ესე ერთმნიშვნელოვანი შეფასებების გაკეთება სხვა ადამიანის ცხოვრებაზე, თან როცა მას კარგათ არ იცნობ არ შეიძლება.
იმიტომ რომ კარგათ რო დავაკვირდეთ ცხოვრება ჭადრაკის თამაშს არ გავს.
სადაც ორი მოწინააღმდეგე იწყებს თანაბარი პოზიციიდან და ვინც უფრო ჭკვიანია ის იგებს.
ან ბოქსს სადაც მოწინააღმდეგეს დაამარცხებ თუ მასზე მეტი ივარჯიშე სპორტულ დარბაზში.
ცხოვრებ არის რაღაც პოკერის მსგავსი

სადაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი კარტით იწყებ=უდრის როგორ ოჯახში დაიბადე, როგორ გარემოში, რისი ნიჭი დაგყვა, როგორი გარეგნობა და ა.შ.
მერე მაგიდაზე როგორი კარტი გამოჩნდება=ანუ რა ვითარებაა შენ გარშემო იქ სადაც ცხოვრობ და რაზეა მოთხოვნა, რომელი პროფესიები ფასდება და ა.შ.
შენ როგორ თამაშობ=ანუ რამდენად გამოიყენებ და განავითარებ შენ ნიჭსა და შესაძლებლობას
ხოდა ისე ხდება რომ ზოგი ორი ტუზით იწყებს და ზოგი ყვავის ორიანით და ჯვრის 5-იანით
მერე ეს კარგი კარტის მქონენი რომ სხვებს უკიჟინებენ ვაი თქვე ლუზერნო აბა შემომხედეთ მე ბანკი მოვხსენი და თქვენ კიდე გოგრები გაგენძრიათ და თქვენც იგივე დაგემართებათო
მომკალი და არ მგონია სწორი
ადამიანი შეგიძლია გაკიცხო მხოლოდ მაშინ თუ ზუსტად იცი მისი ცხოვრება
მაშინაც ცოტა ძნელია იმიტომ რომ გარეგნულად შეიძლება ყველაფერი წესრიგში ჩანდეს და შენ გეჩვენებოდეს რომ ყველაფერი ქონდა წარმატების მისაღწევად
მაგრამ იყოს რაღაც ისეთი ფსიქოლოგიური ტრამვა კაცმა არ იცის როდის მიღებული და შეიძლება თვითონაც ვერ აცნობიერებდეს და ის უშლიდეს ხელს
ასე რომ მოწყალენი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ

ესაა ჩემი ვრცელი კომენტარი