LORD VOLDEMORთუ განათლებულში იგულისხმება საკუთარ პროფესიაში განათლებამიღებული ადამიანი, მაშინ
კონტრ-კითხვას დაგისვამ: არის თუ არა განათლებული ადამიანი, რომელმაც გაიარა
ავტომანქანების ყველანაირად გარემონტების ვთქვათ 3 წლინი კურსი უცხოეთში და
თავის საქმეში უმაღლესი დონის პროფია?

ან მაგალითად, არის თუ არა განათლებული ადამიანი, რომელმაც თავის საქმესთან ერთად
იცის ის ზოგადი გეოგრაფიაც, რაც შენ ახსენე, იცის ბაიკალის ტბის სიღრმეც, მენდელეევის ტაბულაც,
ვეფხსიტაყაოსანსაც სხლავს აქა-იქ და ზომიერად ნაკითხიცაა.
ფაქტია რომ მხოლოდ ეს არ მოიაზრება სიტყვა "განათლების" ქვეშ იმ ფართო გაგებით,
როცა ადამიანის ზოგადგანათლებულობაზეა საუბარი და არამხოლოდ პროფილურ განათლებაზე.
ანუ ეს ზოგადი განათლება, რაზეც მე გელაპარკები, უკვე ახლოსაა ცნებასთან შემეცნება,
რაც განათლებას მოაქვს, მასზე მაღლა დგას და გაცილებით ფართო ცნებაა.
მშრალ ფაქტობრივ განათლებასთან ერთად ეთიკურ ნორმებს და სულიერ ასპექტებსაც გულისხმობს.
P.S. edited: (ეთიკის ნორმები იმ გაგებით, რომ აი მაგალითად გუგსონას რომ ავყვე ახლა ამ ბალღურ იაზვობაში,
ხო სასაცილოდ გამოჩნდება ჩემი ლექციები განათლებაზე? :] )
რაიმე უფრო ზუსტი ფორმულა, თუ რას ვგულისხმობ მაგ განათლებულობაში, რა თქმა უნდა არ შემიძლია დაგიწერო,
იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ეგ ტერმინი საზოგადოებამ შექნნა და არა მე

და ვერც ლოგიკურად მომთხოვ მე მის ახსნას.
მე შემიძლია მხოლოდ დაახლოებით გითხრა, რომ ეს არის ის განათლება, რომელსაც ზოგადად ნებისმიერი
სხვა პროფესიის და ლეველის განათლებული ადამინი აღიარებს და გაიგებს.
ანუ განათლებული ადამიანი ეს არის ერთგვარი საშვი ყველანაირი ტიპის განათლების მქონე ადამიანებთან და
პლუს მისი გათვითცნობიერებულობა მეტ-ნაკლებად ყველა აქტუალურ თემატიკასა თუ საგანში.
ოღონდ აქ ცალსახად იგულისხმება მაღალი ყალიბის საშვი და არა უბრალოდ კომუნიკაბელურობა, მცირედი ზოგადგანათლებულობა, ორიოდ სიტყვის ერთმანეთზე კოხტად გადაბმის უნარი და კაიტიპობა, :დ
რაც ჯამში დღეს ხშირად მიაჩნიათ საკმარის საბაბად იმისთვის რომ ადამიანს განათლებული უწოდონ
და რასაც ხშირად ჩემს მიმართაც აკეთებენ ხოლმე : )) მაშინ როცა ნაღდად არ ვარ იმდენად განათლებული,
როგორის იმიჯიც აქვს შემქნილი ჩემთვის ჩემს გარემოცვას

და ძაან ბევრი ასეა...
ანუ საბოლოოდ განათლებულობა-არგანათლებულობის საკითხს მარტო ის კი არ წყვეტს _
რეალურად ფაქტობრივად რამდენად განათლებულია პიროვნება, არამედ ისიც, როგორ აღიქვამს მას გარემოცვა.
და სავარაუდოდ აქ ვერ ვთანხმდებით ახლა მე და შენ
წინასწარ ვიცი მეტყვი, რომ ეგეთ ხალხს სამხედროებსაც ვიცნობო,
რაც მხოლოდ გამიხარდება და სულაც არ მოვა წინააღდეგობაში ჩემს რეაქცისთან,
როცა გამიკვირდა რომ იმ გაგებით განათლებული სამხედროები ეგულებოდა ვინმეს, რაზეც ვსაუბრობ ახლა.
და ძალიან კარგი თუ ეგრე, კი არ გამომირიცხავს, უბრალოდ სად ნახეთ მეთქი ვიკითხე : )
მეტ-ნაკლებად გამოვხატე ალბათ რისი თქმაც მინდოდა,
თუმცა სათქმელი კიდევ ბევრია მაგ თემაზე
This post has been edited by SCO on 5 Sep 2013, 18:02