დღევანდელი ღამეც დამათენდა.
ინსომნირებული და დაღლილი ვარ.
კონკრეტულთან არავისთან მინდა საუბარი.
საკუთარ თავთან საუბარზე ცოტა მეტის სურვილია .უმისამართო წერილებს ჰგავს აქ დაწერილი ასეთი პოსტები, ბოთლში რომ ჩადებ და ზღვაში გაუშვებ.
ისევ ამერია ძილის რეჟიმი 3 დღეა. ამ ბიჭის ამბავი თავიდან მშვიდად მივიღე. რომ Tმოვედით უფრო დავიგრუზე. ადამიანად არ ყოფნის სევდა, ყოფნისაც, ერთდროულად შემომაწვა. ბრაიან Fერის რამდენიმე ბალადას მოვუსმინე, ერთდროულად რაღაც ძალიან შორი და მტკივნეულად ახლობელი, ქვეცნობიერი მოგონებები მოიტანა.
ჩვენ ყველას დაუვიწყარი ბავშვობა გვქონდა ერთად-სიყვარულით, სითბოთი, თავგადასავლებით სავსე.
როგორ მენატრება. ჩვენი აგარაკი, ჩვენი ეზო, დაუსრულებელი სტუმრიანობა. მიღება - გასტუმრება. თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა

წელს პირველად არ გამიჩნდა ჩასვლის სურვილი..
დღეს, იქიდან რომ მივდიოდი, ვფიქრობდი, ბანალურად - სულ ერთი წამია ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ პირად ამბიციებს და ეგოისტურ სურვილებს არ უნდა გადავაყოლოთ ის, რაც ასე ძვირფასია, რასაც ვერც ფული იყიდის და ვერც მასტერქარდი ))
მე ისევ ვეცდები. სიყვარულით, აგრესიით არა. .