#37506707 · 4 Aug 2013, 21:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Bigboyრაა იცი, არსებობს "აგრესია" და არსებობს "სინაზე". თუ გინდა გოგო შენი იყოს, მაშინ უნდა მონახო ბალანსი, ოქროს შუალედი ამ ორს შორის და არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიხარო მხოლოდ ერთისკენ. შენ რაც გააკეთე იყო სინაზე, ანუ მხოლოდ ერთი მიმართულებით წადი, მაგრამ არანაირი აგრესია არ გამოიჩინე. ჩემი რჩევა იქნება მორიგი შეხვედრისას, პირველ რიგში გამოიჩინე ისევ ნაზი, მგძნობიარე დამოკიდებულება და მერე ეგრევე აგრესია ატაკე. მაგალითად, გააცინე ან თუნდაც პირიქით, რამით სევდა მოგვარე და მერე უცებ თავლებში ჩახედე, eye contact დაამყარე მასთან და ხელითაც შეეხე (არ დაარტყა ოღონდ  ), ოღონდ თავიდან რბილად. ასევე ამ რჩევას გამოვყოფდი: QUOTE | გადადგი დამაგვირგვიმებელი ნაბიჯი... ასე ვთქვათ შეუსრულე! ჯერ მესიჯებში შეაპარე ცივი ყავაზე თემა, მერე თუ თქვა მიყვარს ან რამე - დაპატიჟე( ოფიციალურად არა, კაზუალურად)... იქ ძალიან მარტივად და ბუნებრივად დაიჭირე თავი, არ ითამაშო. თუ შესაფერის მომენტს ნახავ უთხარი, რომ მოგწონს და გინდა იცოდე შენთან ყოფნა უნდა თუ არა. თუ შესაფერის მომენტს ვერ ნახავ, მაშინ შემდეგ შეხვედრაზე იჩალიჩე... მთავირია მარტივად, ბუნებრივად და მახვილგონივრულად იყავი..... არის გოგოების კატეგორია რომლებსაც კაცში მიწოლა იზიდავს, არის ისეთი ვისაც უყვარს როდესაც კაცი მას არჩევანის თავისუფლებას აძლევს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ქალს უყვარს კაცისგან წამოსული ინიციატივა. დანარჩენი უკვე შენზეა |
Unknown Citizen-მაც რაც დაწერა ესეც ძაან საინტერესოა, მარა სარისკოცაა და გარანტიებსაც ვერ იძლევა. ანუ ორი ვარიანტია ხომ? თუ არ მოგწერა, გამოვა რომ კიდიხარ და გულიც გეტკინება, მაგრამ სამაგიეროდ გაურკვევლობაში აღარ იქნები. მეორე მხრივ თუ მოგწერა, ვერ იტყვი რომ ეს 100%-ით იმაზე მიუთითებს, რომ უყვარხარ/მოწონხარ/აინტერესებ, შეიძლება, უბრალოდ მეგობრულად მოგიკითხა.
თითქმის ზუსტად მასეთი შემთხვევა მქონდა მეც და მეც შენსავით ვიქცეოდი და ბოლო მეთოდმა არ გაამართლა აშკარად, აღარ მივწერე, თვითონ მომწერა, მარა არაფერი - არც არაფერი არ შეიცვალა, პროსტა მომწერა რა, მომიკითხა.
პ.ს
QUOTE | პირდაპირ არ მითქვამს რო მიყვარს |
-- ეგ არ ქნა თუ ძმა ხარ (  ), სანამ დარწმუნებული (90%-ით მაინც) არ იქნები რომ სასურველ პასუხს მიიღებ. This post has been edited by Top-Gun on 4 Aug 2013, 21:16
--------------------
+
|