საშინელი მარტოობის შეგრძნება მაქვს დღეს.
გუშინ საღამოდან რომ დავიგრუზე, 9 კმ-ის გავლამაც არ მიშველა, არადა ფიზიკური დატვირთვა მეხმარება ნეგატიური ფიქრების გაძლევაში.
ნოსტალგიურ და მელანქოლიურ განწყობაზე ვარ, მე კი ეს ძალიან არ მომწონს! ურთულესი პერიოდი გამოვიარე და ბოლოსდაბოლოს გადავხარშე, გავიზარდე. მსგავსი სიმპტომები პანიკაში მაგდებს, არ მინდა უკან დაბრუნება ((
ერთი თვე დედას არ ველაპარაკებოდი. დღეს დავურეკე.
მინდა ამ ადამიანების ეგოიზმს ახსნა მოვუძებნო..
ზოგჯერ მგონია, რომ როცა მარტო დავრჩი, ოჯახის წევრებმაც კი ლუზერად ჩამთვალეს

ხანდახან მაგრად ვიღლები ამ სტერეოტიპებისგან,
პროტესტის გრძნობა მიჩნდება.
ამ დროს მებრძოლი სულით გამოვირჩევი ))
ხანდახან კი ვერ ვერევი ემოციებს.
ხვალ ახალი დღე იქნება. ახალი შესაძლებლობები.
ალბათ, დღევანდელი მელანქოლია გადამივლის )
This post has been edited by donaldos taoba on 20 Aug 2013, 03:24