#37509300 · 5 Aug 2013, 00:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აბა, ესე? გამოვიდა, მადლობა:-) * * * თემაში რომ დავრჩე, ერთ ისტორიას გავიხსენებ. კონკრეტული ადამიანი მომწონდა ძალიან. იყო რაღაც ფაქტი, არსებული რეალობა, რასაც ვერ შევცვლიდი. მტკივნეული და მიუღებელი მისთვის. უნდა მეთამაშა, ურთიერთობა რომ შემენარჩუნებინა.დიდხანს ვერ გავქაჩეთ...სამწუხაროდ მეტად ვერ დავკონკრეტდები. დრო რომ გავიდა, მივხვდი, ურთიერთობის პირველი წუთიდან არ უნდა მომეტყუებინა. არ ღირს გამოგონილ რეალობაში ცხოვრება. ეს ბუშტი სწრაფად სკდება. სახალისო სიტუაციებიც ახლდა ამ ურთიერთობას -) პროფესიონალ მსახიობად ჩამოვყალიბდი ))) ახლა არასოდეს ვთამაშობ.პირიქით, ზედმეტად პროზაული და ბუნებრივი ვარ. ის ურთიერთობა კი კიდევ კარგი ფინალში არ გავიდა. გაუცხოებული ადამიანების დროებითი კავშირი გამოვიდოდა, მაქსიმუმ. მიხარია, რომ ასე მოხდა:-) ბუნებრიობა საუკეთესო მდგომარეობაა. თავისუფლების შეგრძნება მოაქვს. ეს კი, ყველაზე მაგარი რამეა, უმთავრესი კაიფი, როცა უკვე ზუსტად იცი რომ შენ ხარ შენ. გენიალური სლოგანი აქვს სპრაიტს, მართლაც. მადლობა, ყურაdღებისთის )))
This post has been edited by donaldos taoba on 5 Aug 2013, 01:24
|