როცა კაცს სექსი და ვნება ისე უნდა ქალისგან, რომ ამისთვის ბევრი რამის გაღება შეუძლია (მათ შორის იმისაც, რაც არ უნდოდა), ზუსტად ესაა სიყვარული

საქმე იმაშია, რომ არ უნდათ ხოლმე ძალიან და არც თავს იწუხებენ მისაღებად. ანუ, იმას ჯერდებიან, ვისთანაც ბევრი ჩალიჩი არაა საჭირო.
ვისგანაც ძალიან უნდათ, იმასთან რჩებიან ხოლმე, განურჩევლად თავდაპირველი ზრახვებისა

შესაბამისად, ქალისთვის შეურაცხმყოფელი ის კი არ არის ხოლმე, რომა კაცს ვნება და სექსი უნდა მისგან, არა!

)) ეს პირიქით, ყველა ქალს მოწონს. როგორც წესი, მაშინ ბრაზდებიან, როცა კაცი ისეთ ძლიერ ნდომას არ განიცდის, რომ სხვა ქალებისგან გამოარჩიოს და კონკრეტულად ეს ქალი უნდოდეს.
თავდაჯერებული ქალები ზუსტად ვნებაზე აკეთებენ "სტავკას" და კაცს დარჩენას ანდომებენ, მაგრამ ამისთვის კარგი უნდა იყოს ქალი

ვისაც თავისი თავის იმედი ნაკლებად აქვს, ის შიშობს, რომ კაცის ლტოლვა არ გაღრმავდება და მალე არასაინტერესო და მომაბეზრებელი (გამოყენებული - ცუდი სიტყვაა, მაგრამ ასე აღიქმება ხოლმე, არა?) გახდება...
აქ საუბარია იმ კაცზე, რომელიც ამ ქალს ნამდვილად აინტერესებს და არა სექსის ნებისმიერ მსურველზე.
This post has been edited by sangria808 on 7 Sep 2013, 11:01