ეგ ახლაც მასეა უმეტესად, ნებისმეირი მოდელით შემქნილ ოჯახებში.
და არამარტო ოჯახებში, ზოგადად ურთიერთობებშიც.
ქართველი ქალის (და არამარტო ქალის, კაცებიც არ აკლებენ, მაგრამ უფრო ქალის) ტვინიდან არასოდეს და არასგზით
არ ამოიშლება ის წარმოდგენა, რომ მამაკაცი უპირატესი (!) უნდა იყოს ქალთან შედარებით და ეს პირველ რიგში მათთვის ასაკთან ასოცირდება.
ასაკი კი ყველა იმ მატერიალურ თუ არამატერიალურ ბენეფიტთან, რაც ქალისთვისაა სასურველი _
დაწყებული გამოცდილებით და პიროვნული თვისებებით, დამთავრებული იმ ვირტუალური "სერიოზულობის დონის ფენომენით",
რომელიც ზოგადად ყველა ქალს უნდა მაგრამ ცალ-ცალკე ყველას სხვადასხვანაირად და თითოეულს არაერთგვაროვანი
წარმოდგენა აქვს ამ "სერიოზულ მამაკაცზე" : )
ერთი შეხედვით რა თქმა უნდა ბუნებრივი და ლოგიკურია ქალის ასეთი მოთხოვნა მამაკაცისადმი,
ცუდი რაა გინდ გამოცდილებაში და გინდაც სერიოზულობაში ხომ? მაგრამ საქმე იცი რაშია?..
მის მიერ სასურველი მამაკაცის ვირტუალურ ბლანკში კოხტად ჩამოწიკწიკებული ყველა პუნქტის მოწპიჩკვას რომ შეძლებს ეგეთი ტიპის
ოღონდ ვთქვათ 5-8 წლი უმცროსი მამაკაცის გამოჩენისთანავე, რომელიც ამ ქალს უბრალოდ საბაბს არ მიცემს რაიმეს დასაწუნებლად,
ავტომატურად იტვირთება ალოგიკური პროგრამა სახელად "პირადობის მოწმობა" და ანთებს ყველა შესაძლო წითელ ღილაკს ქალის გონებაში.
არადა ტიპი რამდენადაც შესაძლებელია იდეალურია, რაც უნდოდა ზუსტად ის, მეგობრობაც კარგი აქვთ, ურთიერთგაგებაც,
სექსიც არაჩვეულებრივი, წარსულიც და მომავალიც უღრუბლოდ ისახება.
მაგრამ ძირითადად ქალის ადრეული ასაკის დროინდელი კომპლექსები და სტერეოტიპული შეხედულებები თამაშობს მანდ
მთავარ როლს და საქმე საქმეზე რომ მიდგება, 10 წლის შემდგომ წარმოდგენაში ოჯახში კარტოფილის ამოსატანად
მაღაზიაში ჩასულ თინეიჯერულ მაიკასა და ჯინსებში გამოწყობილი ამ ახალგაზრდა კაი ტიპის წარმოდგენას
ისევ მაინცდამაინც სოლიდურ პერანგში გამოწყობილი მელოტი ღიპიანი მაგრამ "სერიოზული!" მამაკაცის წარმოდგენა ურჩევნია,
(კარტოფილისავე "სეტკით" ხელში), რომელთანაც იცის რომ უფრო "სტაბილურად" იქნება

და დაახლოებით ამ ქეისამდე დადის ყველა სხვა ურთიერთ სედარება ამ ორ უკიდურესობაში....
ბოლოს მაინც "გეკუთვნის მაგრამააა, არ გეკუთვნის" არის ახსნა.
ყველაზე არასტანდარტული და შედარებით მოდერნ-პროგრესულად მოაზროვნე გოგოების უმეტესობაც
საბოლოოდ ამ ნიშნულამდე მიდის (გამონაკლისი ძალზე იშვიათია).
პ.ს. თეორემა დამტკიცებულია არაერთგზის და განხილვას, აპელაციას და შემოკამათებას არ ექვემდებარება

სამწუხაროდ

პ.პ.ს. ეს არ არის პირქუში პესიმიზმის ირეალური თეორემა,
პირიქით, ეს პირქუში რეალობის ოპტიმისტურად მიღება და შეგუებაა