არასოდეს დავუშვებ ამ ქალის ბედი გავიზიარო.
ვუდი ალენის ბოლო ფილმი ვნახე დღეს.
საკუთარ ცხოვრებას ვხედავდი ეკრანზე - მართალია არც ქეით ბლანშეტივით ლამაზი ვარ, არც მანჰეტენზე მიცხოვრია და არც ლუი ვიტონის ჩემოდნებით ვმგზავრობ, მაგრამ Jასმინივით, ერთ დღეს კიბის ზედა საფეხურებიდან დავგორდი. დავილეწე და სრულიად უუნარო კიბის სახელურს ჩაფრენილი ისევ უკან დაბრუნებას ვცდილობდი.
სანამ არ მივხვდი, რომ ცხოვრება მართლა საჩუქარია და თუ უბედური ხარ, ამაში არავინაა დამნაშავე, საკუთარი თავის გარდა.
ხო, მე თავიდან დავიწყე ჩემი დანგრეული ფსიქიკის შენება, უკეთესი ფუნდამენტით, უფრო მყარი კედლებით, სეისმურად გათვილილი და რისკების მაქსიმალური გათვალისწინებით.
უამრავი სიტუაცია, შემთხვევითი ადამიანი თუ ისინი, ვინც ყველაზე კარგად მიცნობენ, დამეხმარენ ამ ჯადოს მოხსნაში.
ახლა ვერავითარი ნეგატიური ძალა ვერ შემაჩერებს.
ვაღიარებ, მიუხედავად პერიოდული ისტერიკებისა და სისუსტეებისა, ძლიერი ადამიანი ვარ

მე კიდევ უფრო მეტად მინდა და გავხდები ძლიერი, რომ მერე სხვა ადამიანებს დავეხმარო.
არასოდეს, არასოდეს დაკარგო იმედი.
სასწაულები საკუთარი თვალით მინახავს და მართლა ხდება

დღეს დედაჩემის დაბადების დRე თენდება. არ ველაპარაკები. განვიცდი და გადავწყვიტე ვუყიდო საჩუქარი და მივულოცო. არავინაა დამნაშავე იმაში, რომ მე ჯოჯოხეთი გამოვიარე, არჩევანის უფლება ყოველთვის გვაქვს და უნდა ვიცოდეთ ადამიანების შესაძლებლობები, ვის რა დონეზე მოვთხოვოთ, რომ გაგვიგოს.
გამოვედი მობუზული ბეღურას როლიდან.
სიამაყე (და არა პატივმოყვარეობა) ჩემი თანდაყოლილი თვისებაა.
საკუთარ თავს ჰორიზoნტზე ვხედავ. ვიბრუნებ
This post has been edited by brown sugar on 16 Oct 2013, 06:49