holden kolpildiძალიან მარტივად არის საქმე.
თავი და თავი ჯანმრთელი ურთიერთობების ნაკლებობაშია.
არც ბიჭებმა და არც გოგოებმა არ იციან ერთმანეთთან სწორი მიდგომა, არ გააჩნიათ ჯანსაღი დამოკიდებულება.
იქით ბიჭების გარკვეულ ნაწილს ისედაც სახელი აქვს გაფუჭებული ყველა კაბიანს რომ ეპიემებიან. თან რომ ჰკითხო ქართველ გოგოებს გარეგნობა არ უვარგათ - თვალები ერთ ადგილში

გონიათ ევროპის ქუჩებში ტოპ მოდელები დაიარებიან... ამ დროს როგორი ეშხიანი ქალები გვყავს ვერ აფასებენ

აქეთ გოგოების გარკვეულ ნაწილს, სახელებს და გვარებს რომ არ დავასახელებ, თავი პრინცესები გონიათ ისეთი მოთხოვნები აქვთ. მათ მოსაწონებს რომ მათნაირი გოგოები არ მოსწონთ ცალკე თემაა. თან აქ, ფორუმზე ძნელად მისაწვდომებს თამაშობენ. სინამდვილეში კი არაა ეგრე, მაგრამ პოსტოლოგია და ლაპარაკის მანერა არის ნეგატიური.
В общем...
კულტურაა დასახვეწი, საპირისპირო სქესის მიმართ სწორი მიდგომა და დამოკიდებულება.
ხალხს არ ესმის, რომ იყო პოზიტიური უფრო სასიამოვნოა ვიდრე იყო კოპებშეკრული და ცხვირაბზუებული.
ეს სიტყვები ყველას არ ეხება. არსებობენ გამონაკლისი, ნორმალური ადამიანები, რომლებსაც პირადადაც ვიცნობ.
მაგრამ მასა რომ ისეთია, როგორიც დავწერე, იმიტომაცაა ასეთი სურათი.
P.S. ყველა გამონაკლისებში მოიაზრებს საკუთარ თავს - მაგრამ მე ვერაფერს გამომაპარებთ