რამდენიმე უწყინარი კითხვა მაქვს ფრიად ულტრა განათლებულ ქართველ მამრებთან

ვინც ქართველ გოგოებს ლანძღავთ, ერთი თქვენი განათლების, ოჯახის და შეგნების დონე დამანახა. საერთოდ 1 წიგნი მაინც თუ გაქვთ წაკითხული, თუ უბრალოდ გაგიგონიათ მაგალითად ნიცშეს, გამსახურდიას, მანის და სხვათა შესახებ და რადგან გაგიგონიაათ რომ ისინი არა ოქრომჭედლები არამედ კლასიკოსები არიან გგონიათ ბევრი იცით ? სიმართლე გითხრათ გულის სიღრმეში მეეჭვება რომელიმე კლასიკოსის 1 წიგნი მაინც გადაშლილი გქონდეთ.
ყურმოკვრით იცით თუ ნანახი მაინც გაქვთ რომელიმე ცნობილი მხატვრის შემოქმედება? თუ ნანახი გაქვთ ის მაინც თუ იცით რა მიმდინარეობაა?
ფლობთ ზრდილობის ფორმულებს?
ცხოვრებისული დამოკიდებულების კონტურებიც ფრიად საინტერესოა
მუსიკა, ფილმები, ჰობი და ა. შ
უმეტესობა ხომ სულ ფორუმზე ხორთ, როგორ ასწრებთ მაინც თვითგანათლებას? თუ ციცერონები ხართ?
საერთოდ განათლება ბევრ რამეს მოიცავს, ფართე დიაპაზონია და ნეტავ სანამდე შეივსეთ თუ ისევ ტაბულა რაზა ხართ?
მოკლედ ბევრი ნიუანსია და სანამ სხვისკენ გაიშვერთ ხელს აბა თქვენს თავს მოჰკითხეთ, რთულია აღიარება, მართალია ცარიელ თავთავს თავი სულ მაღლა უჭირავს მაგრამ სცადეთ მაინც, იქნებ პრობლემა სწორედ თქვენშია
მეეჭვება აქ მპოსტავი, გოგოები მლანძღავი მამრები იმათზე უკეთესები იყოთ ვისაც კიცხავთ. ვინც სხვას ლანძღავს და ამცირებს ის არა ობიექტს არამედ პირველ რიგში საკუთარ თავს აკნინებს

პ.ს იმათ გასაგონად ვისაც სიტყვებზე გამოკიდების მანია აქვს, გულზე არ მომხვედრია რაც ზემოთ დაწერეთ, უბრალოს სუბიექტური აზრი გამოვთქვი და ქოთანს სადაც გინდა იქ გამოაბამ ყურსო ისე არ დაგემართოთ.
გუდ ლაქ