საქმეც იმაშია რომ მცირე კორექციას ვერ ახერხებენ ჩვენი ექიმები. ჩემი დაქალი თვითონ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმია, არვიცი რატომ გაიკეთა ოპერაცია მანამდეც ნორმალური ცხვირი ჰქონდა, მეორე დაქალს მართლა კეხიანი ჰქონდა მაგრამ ულამაზესი ნესტოები, ახლა ორივეს ერთნაირი ცხვირები აქვთ, ერთნაირი ნესტოების ფორმით. ორივემ ერთერთ ყველაზე კარგ ქირურგთან გაიკეთა. ერთი ტრენდს არის აყოლილი და ტავს იტყუებს, ჰგონია რომ მაგრა აქვს, მეორე უფრო რეალურად ხედავს სიტუაციას მაგრამ ვერაფერს ვერ იზამს ჯერ (თან ამას ერთი ნესტო ისე ჩაუჭრა იმ ვითომ მაგარმა ექიმმა რომ საერთოდ ვეღარ სუნთქავს).
ისე პატარა კი, მაგრამ აი მოხდენილი ცხვირების რა მოგახსენოთ

მე გაკეთების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაქვს მხოლოდ უვარგისი ქირურგების საწინააღმდეგო. საბოლოოდ საქმე იმაშია რომ საქართველოსი უკვე მიეჩვია თვალი ერთნაირი ოპერაციაგაკეთებული ცხვირების ყურებას და ვეღარ აღიქვამს ამას ხალხი რა სიმახინჯეა ეს სინადვილეში, ძალიან ცოტა გამონაკლისის გარდა. ბევრს ჩემი აზრით ისევ თავისი ცხვირი უფრო უხდებოდა. საერთოდ საშინელი მოდაა, თუნდაც საკუთარ თავს ვამჩნევ რომ ვთამაშობ ხოლმე ამ აზრით მიუხედავად იმისა რომ არც კეხიანი და არც დიდი ცხვირი არ მაქვს, უბრალოდ სხვანაირი მინდა ხოლმე, უფრო ლამაზი. თუ ოდესმე გავგიჟდი და გავიკეთე, საქართველოში არა. ძალიან ცუდი მაგალითია ისე მომავალი თაობისათვის, კარგი ქირურგთა ჯიბისათვის.
და ფორები კი 90% ოპერაციის მერე აჯდებათ ნესტოებზე,