juli_26და მე რაც დავწერე ის წინასწარ არ მომიფიქრებია არასდროს. ვაპირებ ხოლმე დალევას და ვინც მომწონს ვთავაზობ დაპატიჟებას.. რა არის ამაში ყალბი?
ყოფილა შემთხვევა, რომ პირდაპირ მითქვამს, ალალად რომ მომეწონა და ულამაზესი თვალები აქვს, ან ფეხები, ან რაიმე სხვა... და სხვათაშორის აგრესია არასდროს წამოსულა .. პირიქით...
დაჟე არის ისეთი სიტუაციაც რომ გოგო ზის და ელოდება .. ეჰ ნეტა როდის მოვა და გამიცნობს და ამ დროს ტიპი ათას სულელურ ხერხს ფიქრობს მისასვლელად...
მაგალითად პლაჟზე მე მქონდა ეგეთი შემთხვევა... ერთი ხუთი დღე ვფიქრობდი როგორ გამეცნო ერთი ულამაზესი ))))) გოგო და ველოდებოდი შესაბამის მომენტს და სანამ მე ვფიქრობდი ერთხელაც ის თავად მოვიდა და მითხრა , რომ ფეხზე მაზუთი მესვა

დაბნეულობისა და სიხარულისგან ძლივს მოვუყარე სახის ნაკვთებს თავი... ))) მაშვინ ახალგაზრდა ვიყავი... დარჩენილი დრო მე და იმ გოგომ, რომელიც ჩემზე რამოდენიმე წლით დიდი იყო ერთად გავატარეთ და მერე გამომიტყდა დანახვის წუთიდან ვფიქრობდი ნეტა თუ მოვა ეს ბიჭი და გამეცნობაო და მერე მე თვითონ მოვედიო, ეტყობა მე რომ არ დავაყენე საშველი.. ქუთეისელი იყო . მარა გოგო იყო... უნახავს გაგხდიდა..
This post has been edited by მორიელი on 15 May 2014, 01:40