საერთოდ ადამიანს რატომ უნდა ჭირდებოდეს ეგ... ე.ი. რაღაც ვერაა რიგზე... ჩამოვთვლი შესაძლო ვარიანტებს :
1. რომელიღაცა ძველი ცდილობს მის დაბრუნებას
2. ახალი გამოჩნდა, ერთი შეხედვით უკეთესი
3. არის რაღაც ისეთი პროობლემა რომელსაც საყვარელ ადამიანსაც კი ვერ უმხელ
4. მოგბეზრდა ეს ადამიანი, გეგონა რომ ეს ის იყო მაგრამ ეს ის არ არის და ვერ ეუბნები სიმართლეს, ცდილობ გული არ ატკინო... ყოველ შემთხვევასი გგონია რომ რადგან მის გვერდით არ ხარ გადაგეჩვევა და ადვილად დაგივიწყებს
ძირითადი ესაა...

საერთოდ კიდე მე ვფიქრობ რომ არავითარი განმარტოება კარგს არაფერს მოუტანს ურთიერთობას... ყოველ შემთხვევაში მე ეგ სურვილი ნაღდად არ გამიჩნდებოდა... ზოგადად თუ სიყვარული გწყურია და თუკი შენს გვერდით არის ადამიანი რომელიც
1. მოგწონს ფიზიკურად
2. გიყვარს მისი ხასიათი... გიჟდები მის რომელიმე კონკრეტულ თვისებაზე
3. გაქვს მის მიმართ ვნება
4. მასთან თავს კარგად გრძნობ და გინდა სულ მის გვერდით იყო
5. გაღვიძებისას პირველი ის გახსენდება და ძილის წინაც მაზე ფიქრში იძინებ
აი მითხარით როცა ამ ყველაფერს გრძნობ, რა ქვია ამ გრძნობას ? და რატომ უნდა გაეჭვებდეს რაღაცეები და რატომ საჭიროებს ეს ყველფერი გადამოწმებას თუკი ზემოთჩამოთვლილი (ეგ არა, მაგის ზემოთ) მიზეზები არ არსებობს?
This post has been edited by TiaTia on 29 Sep 2013, 22:41