ჰოომ, ეგ "მოდი დროებითი პაუზა ავიღოთ" ტიპის მეთოდიკა მაგარ მოდაშია ახლა

ყოველ მეორეს, ვინც კი ორიოდ იდიოტური ამერიკული ფსევდომელოდრამული ფილმი ნახა, ეგ აკერია პირზე.
აი, საკუთარ "გრძნობებში" გასარკვევად რომ სადღაც ტრაკში გადაიკარგებიან ხოლმე მთავარი გმირები და
ვითომ რომ რაღაც ახალი ჰოპრიზონტი გაეხსნებათ _ აი მაგ პოზიციის და ზვიზდეც სულიერიჩაღრმავების ყალბი პოზის ხიბლი და რამე : ))
დააფდეითებული და მოდერნ ვარიანტი პირდაპირი ნათქვამისა "აღარ მინდა რა შენთან"....
შეფუთული ვითომ ნაკლებადგულსატკენი და სინამდვილეში უფრო გაურკვეველი, გაუცხოებით და
მომავალი ურთიერთობის ჩამკვლელი მიდგომით _ ინდიფერენტული და უსულგულო განშორებით.
შეიძლება კვერცხი იყო, შეიძლება ბევრი შეცდომაც დაუშვა ადამიანმა, შეიძლება არც სექსის მასტერი იყო
და არც სიყვარულის გურუ, შეიძლება არც ცამდე ააფრინე ბედნიერებისგან ადამიანი და არც უფსკრულში ჩაგინარცხებია ტკივილისგან,
მაგრამ ეს დედაარღნიანი იმდენის ტრაკი მაინც უნდა გქონდეს, რომ ადამიანს ადამიანურად დაშორდე...
თუ რამეს ჭირდება გამბედაობა, არა მიჭრას და გაცნობას, არამედ ღირსეულად განშორებას.
და ამის პრობლემა როა, იმიტომაა მერე ამდენი უნიჟენიი ი ასკარბლენი ადამიანი ირგვლივ, ყველგან.
მერე იტანჯებიან უნდობლობით, პერმანენტული და ქცევაში გადასული დეპრესიით და უმისამართო, ლაითი აგრესიით.
იყოს ბლინ განშორება უთქმელი (ეს ზოგჯერ უფრო მეტის მთქმელია), მაგრამ ნუ იქნება პოხუისტური და ცივგული.
და ვერავინ დამარწმუნებს, რომ "მოდი დროებით დავშორდეთ და ვიექსპერიმენტოთ" _ის მთქმელი ადამიანი ცივგული არაა.
ნუ უკეთეს ვარიანტში ერთუჯრედიანი ("უკეთეს" იმიტომ, რომ დაყოფის და გამრავლების პესპექტივით მაინც იყოს).
მიზეზი კი ამ უაზრო პოზიციისა არის ის, რომ უმეტესობა გაუაზრებლად და უმისამართოდ იწყებს ურთიერთობებს.
როცა ხარ ადამიანთან უპონტობის ან კაკ რაზ უაზროდ ბევრი პონტის ქონისას შემთხვევით ერთ-ერთის არჩევის გამო,
და არა ადამიანთან, რომელიც მხოლოდ კია რ გინდა არამედ გჭირდება კიდეც, მაშინ ხდება ეგ.
როცა მნივნელოვანია ოდენობა და არა ხარისხი, გამოცდილების ვირტუალური სპისოკის მოპწიჩკვა და არა რეალური პიროვნული ზრდა.
ზერელე და პრიმიტული ურთიერთობების, სასარგებლო სირთულისგან ხელოვნურად გაქცევის შედეგი და ბრალია ეგ.
"მოდი ცოტა ხანი დავაპაუზოთ"... დატოვებენ ადამიანს (ძირითადად კაცები ქალებს) უპასუხო კითხვებით, გაურკვევლობაში,
ეს საწყალი ვეღაც იგებს რა დააშავა, რა ვერ გააკეთა სწორად, რა ჭირდებოდა მას და ვერ გასცა და აიძირება ამ კომპლექსებში,
სანამ ვინმე ახალის კალთაზე არ აქვითინდება. და მერე იმან თავიდან უნდა იჩალიჩოს ამის რეაბილიტაციაზე, ნდობის მოპოვებაზე და კომპლექსების მოხსნაზე.
ერთი შეხედვით თითქოს არატრაგიკული სიტაუციაა,
"წავიდა და წავიდეს კაცო" პოზიციით თითქოს მარტივად გვარება პრობლემა,
მაგრამ როგორც წესი, სწორედ ასეთი დრამატული სიტუაციაა უმეტესად
(შორიდან შეიძლება არ ჩანდეს და ძლიერქალაობანას თამაშობდეს, მაგრამ აბა ახლოს მიდი და ჩახედე...)
მიდით, მიდით, მოატყუეთ და მოიტყუეთ თავები,
მატარებელზე მეორედ შეხტომის ილუზიის დაჯერებისას სხვა მატარებელს შეახტით და
წლების მერე რა დაგრჩებათ გადახედეთ :*