ეხ. ერთდროს ქალღმერთი
ჩემთვის ლექსებს წერდა. მეგონა ყველაფერს დავთმობდი მის გამო მაგრამაღმოჩნდა რომ სიამპარტავნეც ვერ დავთმე ერთი სიტყვა ბოდიში რომელიც. მარადიული ბედნიერების საწინდარი იქნებოდა ვერ ვთქვი ასე უბრალოდ მივატოვე ქალღმერთი. ჩემი ოცნების ქალი რომელიც ერთხელ გამოჩნდა და მეორედ არ განმეორდება

ბოლო ლექსი ჩემს სიამპარტავნეზე დაწერა და ამ ლექსით დამშორდა

ბოროტი კაბა ჩაუცვია ახლა ბუნებას,
სიკვდილის ფერში გახვეულა ცივი ზამთარი,
ჯერ კიდევ თბილი გულისნადებს ყვება თითები,
გრძნობას გაქრობით ემუქრება შავი აფთარი.
სულ არ მადარდებს რა ფერებში ბრწყინავს სამოსი,
არც ბუნების და არც კაცის შესამოსელი,
სიყვარული და ზნეობაა ჩვენთვის მთავარი,
სახლის მაგივრად თუნდაც გქონდეთ ერთი ბოსელი.
შენ შეგიყვარე წრფელი გულით ათას ცოდვილში,
ცოდვილმა ცოდვილს გაპატიე ყველა სიავე,
ამპარტავნებით იფარება ახლა გრძნობები
და არ გვერგება ამ ცხოვრების ფერთა სიამე.
უკვე ავიღე ბოლო აკორდი,
მარტოობისთვის ვალაგებ ფიქრებს,
უკვე გაცივდა გრძნობის ქარცეცხლი,
მიწაც მოელის მტირალა ფიფქებს.
შენთვის მინდოდა ყოველი დილა,
ყოველი წუთი, სიმცირე წამის,
იმედი ისევ ათბობს ცივ ზამთარს,
მეც ვიიმედებ მომავალს ამით.
ფერად ფოთოლთა გრძელი ხალიჩა
ფეხქვეშ მიმშვენებს ჟანგისფერ მიწას,
მე შენით სავსე და გულნატკენი
ისევ შევნატრი წარსულის იმ წამს...
ახლა სამყარო გაიყინება,
ამ ზამთარივით ისევ თეთრ ფერში,
აწი წარსულის ყველა ნაღველი
გადაფითრდება ქათქათა თეთრში,
ის მიწის გულში ჩაიკარგება
სამარადისოდ როგორც მე შენში!
მე უშენობის ვითვლიდი დღეებს,
შენს დანახვამდე საათი დარჩა,
ბილიკ და ბილიკ, მისხალ და მისხალ,
იმედის დიდი მწვერვალი გაჩნდა.
ისევ ყოველ დღე, წუთით და წამით,
მაფერადებენ შენზე ფიქრები,
აი, ეს არის სიცოცხლის აზრი,
რა საჭიროა ფუჭი სიტყვები?!
ახლა ფიქრობენ ალბათ გავგიჟდი,
რითმებს ვკადრულობ მდაბიო ენით,
ჩემი სამყარო ამ სამყაროსგან
განსხვავებულა სულ ერთი ფერით.
ახლა ნუ მომკლავთ ბინძური ენით,
ახლა არა თქვათ, ვისზე მეტია?!
რა ვქნა რომ გულის ცემაა ჩემთვის
და მის სიღრმეში ვერ დაეტია.
ნეტავ რა ჰქვია ამ გრძნობას ახლა,
როცა გონება შენზე ფიქრს მალავს,
როცა უგონოდ ისევ მიყვარხარ,
როცა მელანი არ ჰყოფნის კალამს...
შენს სიყვარულზე ვაწყობდი რითმას,
მესმოდა შენი სუნთქვა ნოტებად,
მიყვარხარ-მეთქი ათასჯერ მითქვამს,
აქციე უკვე მოთქმა-გოდებად.
ისევ მოაწვა მწუხრი დარაბებს,
მზე ჩაესვენა ისევ წვალებით,
ისევ მომინდა, რომ შემოგხედო,
ამ ღრუბლიან და ნაწვიმარ თვალებით.
მე შენი მზერის მონად ვიქეცი,
ამ გრძნობით მეფე მონასაც ეყმო,
ჩემი სიცოცხლე ისევ შენა ხარ,
ამიტომ ამდენი წვალება გვეყო.
მინდოდა ცამდე ავსულიყავი,
მზე მომერთმია ხელის გულებით
და ისევ, ისევ დავმწვარყავი
ყოველწამიერ შენი ყურებით.
მუსიკას აწყობს შენთვის ტალღები
და მზეც მზიანობს ღრუბლების მიღმა,
მინდოდა ცამდე ავსულიყავი,
შენ მეგულები სიშორის მიღმა.
ახლა ვტიროდი, მეც ისე მწარედ,
როგორც ჩემს თვალწინ ტირის ეს ღამე,
წვიმის წკაპუნით აღელვებული
როგორ აღეგზნო ჭადარი გარეთ.
ეზოს დუმილი ჩემთვის ხმაურობს,
ფანჯრის შუშებზე აფარებული,
წვიმის წვეთები ღარებს კვალავენ,
როგორც მე შენით გადარეული...
წვიმის წვეთებად იღვრება გრძნობები
და ამ ქარივით გახშირდა სუნთქვა!
ვინ არის ქვეყნად იდიალური?!
ვის შეუძლია გრძნობების სრულქმნა?!
ფიქრი ფიქრს ერთვის, წვეთები წვეთებს,
ქარი გლეჯს ფოთლებს გულის სიმებად,
შენზე ფიქრები აიშლებიან
და ედებიან სხეულს მძივებად.
მე არ განვიცდი, ვისთან იოკებ
შენ მაგ აწეწილ ვნებათაღელვას,
მე არ მადარდებს ახლა ვისთან ხარ!
უმთავრესია ჩემთვის, რომ ვიცი,
თავდავიწყებით როგორ მიყვარხარ!...
შენ ახლა გძინავს, ბავშვურ იერით,
მე უკვე სისხლიან ცრემლებში ვცურავ,
ძილშიც როლების უნიჭო ნიღბით
ალბათ სახეებს სიყალბით ბურავ!
მე რომ წრფელი ვარ ვერ დაგაჯერე,
ათასგზის ნაგვემ -მოტყუებული,
შენი ცხოვრების ზღვაში იღრჩვები
ჩემი გრძნობებით ალმოდებული.
მე მეგობრობის შეთავაზებით
სახელიც ჩემი შენ დაგიფინე,
შენ დამიჩრდილე გაზაფხულის მზე
და ზამთარივით მე გავიყინე!
შენ სული გტკივა შენი ცოდვებით,
ყველას გვაქვს ჩვენი წილი ტკივილი.
ქარიშხალია ჩემს სულშიც რადგან,
შენ მაიძულე შენთვის ტირილი!
მე ბევრჯერ დაჭრილ გულს ვუმკურნალე,
აღარ მჭირდება თეთრი ვარდები,
საჩუქრად მყოფნის შენი სიცოცხლე და
ამ სიცოცხლის გულის ნადები.
ჩემთან იქნები თუ ჩემს გარეშე,
აზრი აღარ აქვს, მე დავიღალე,
ეს ყველა ცრემლი, ყველა ტკივილი,
რაც კი ყოფილა მე დავიბრალე.
ხშირად გვეჩვენება სამყარო წინააღმდეგ,
ხშირად იმედად იმედი გვრჩება,
ხშირად აღმოჩნდები მარტო შენს გრძნობებთან,
ხშირად სიცოცხლე ერთ ფერში კვდება.
ცოცხლობ და ხვალეს უკეთესს ელი,
ცოცხლობ და გინდა ყველას უყვარდე,
ცოცხლობ სიცოცხლის გამართლებისთვის,
ცოცხლობ იმედის ბოლო ლუკმამდე!
ხშირად გაგწირავს ერთგული ძმაც კი,
ხშირად დაანთებ მტერზეც ერთ სანთელს,
ხშირად სთხოვ მაღლა მოწყალე უფალს
ისიც აღირსოს სიმართლის ნათელს.
ზოგჯერ მკვდარ გრძნობას სულს შეუბერავ,
ააგიზგიზებ სიცოცხლის მიზეზს,
ზოგჯერ დაცემულს ხელს გიწვდის ვიღაც,
და სიყვარულის თვალებით გიმზერს.
ცხოვრების ასეთ ორომტრიალში
გაარღვევს სული სხეულის ჯაჭვებს,
დამძიმებულს და ამ ქვეყნით დაღლილს
უფალი გიწვდის უცოდველ მარჯვენს.
მე ახლა ისევ სიშორეს ვებრძვი
და მოლოდინმა მოწამლა სული,
დაპირებული ამ იმედებით
გამოდარებას მოელის გული.
იჩქარე სანამ მოგელის გრძნობა,
სანამ დაკარგეს ძალა სიტყვებმა,
სანამ შენა ხარ ჩემი სიცოცხლე
სანამ დაიწყეს წასვლა ფიქრებმა.
ცხოვრება ერთი დიდი ომია, მაგრამ
ღირს ბრძოლა სიყვარულისთვის,
შენა ხარ ჩემი გულის ნაწილი
მაგ შენი გულის სიხარულისთვის.
მე ასე მინდა გიყვერდე მუდამ,
ჩემგან შორსა ხარ, თუ ჩემთან ახლოს,
შენ ხარ, ის ვისაც ვერ დავივიწყებ
და ეულ გულის ბინადრად სახლობ.
მას ვერ გაიგებს ქვეყნად ვერავინ,
ეს ვიცით მარტო მე, შენ და ღმერთმა,
როგორ ჩასახლდი ჩემში მარადის,
ეს გააკეთე, შენ ერთადერთმა! სისხლისთეთრებამდე ტანჯვის ატანისთვის
სულსაც გამოვითხოვთ მიყიდულს სატანისთვის! უწყლობით დაბზარულ მიწას ჰგავს გული,
ეომება სულში ნაფათურებ ხელებს,
მისი ბაგა-ბუგი ჭექა-ქუხილივით,
გამოსცემს საშიშ ბგერებს!
შენ ჩემს გულში ხარ ჩაბუდებული,
ფეხი გიცურდება, წვალობ ამოსვლას,
როგორც ღრუბლებში მკვდარი მზისხივი
დედამიწაზე ცდილობს ჩამოსვლას.
დროდადრო ისევ გამოანათებ
და ამ მოლოდინს დასცინი მწარედ!
ისევ დაგეძემ მე ღრუბელ ღრუბელ,
ისევ თეთრდება ჩემს თვალწინ ღამე.
წვეთები წვეთებს უერთდებიან
და მისით ქმნიან უნაზეს ბგერებს,
სიამოვნებით გეფერებიან,
სხეულზე გხვევენ ცრემლიან ხელებს.
ამ წკაპა-წკუპით დაფიქრებული
მოვუყვებოდი თბილისის ქუჩებს,
ჩემთვის ვამბობდი რითმიან ფიქრებს
სწრაფად ვიწმენდდი ნაწვიმარ ტუჩებს.
მიწის სურნელით მთვრალი ვარ უკვე
და ამ ქვეყნიდან ოდნავად მაღლა,
ნაბიჯს ვუჩქარებ, ისევ ვსველდები,
და ვერ ვიგრძენი ვერცერთ წამს დაღლა.
მოვარდება და ამიშლის ფიქრებს,
მიწის ნაღველით დამძიმებული,
ჩამოვუჯდები მე მის ნაპირებს,
მონატრებული, გაღიმებული.
ის ცდილობს მითხრას ღელვის მიზეზი,
მისი ზვირთები ჩემს ფერხთით კვნესის,
ის ჩემსას მუდამ უსიტყვოდ იგებს
და მე მისი ხმა ყოველთვის მესმის.
...და გაზაფხულიც მოვიდა ისევ,
ისევ აენთო მზერა მზესავით,
ისევ დაიწყო ყინულმა დნობა
და შენით ისევ შეივსო გრძნობა.
ისევ ახლიდან ფეთქავს სიცოცხლე,
თითქოს აყვავებულ ბუნებას ფარავს,
ისევ თავიდან მეიმედება,
გრძნობა მორეულ ფიქრებს არ მალავს!
როცა ბობოქარ სევდის მორევში,
დაცურავს პატარა იმედის კუნძი,
როცა სიყვარულს ღიად იფარებ
და არ ხარ მისი გაცემით ძუნწი!
ახლა ცხოვრება უფრო მარტივად
მიერეკება სევდიან ფიქრებს!
აღარ განვიცდი ამ გულს ცარიელს,
ისევ მგონია თავი ნესტანი
და ველოდები მე ჩემს ტარიელს!
"ზოგჯერ, არ გწერს მხოლოდ ერთი ადამიანი და გეჩვენება, რომ მთელი სამყარო სდუმს"!...........
ცივა, კანკალებს შიშველი ქუჩა,
გაყინულ ბილიკს ამ კვალით გამთბარს...
კიდევ მორჩება და გადავიტან,
მე მარტოსული, ამ მორიგ ზამთარს.
თავს შევაფარებ ისევ მე თქვენთან,
ისევ დავიწყებ დღეების დათვლას,
დადგება თბილი გაზაფხული და
ისევ წაიღებს სუსხიან ზამთარს...
შენ ისევ მოხვალ ჩემთან ღიმილით,
პატიებასაც შემომაპარებ,
ამ ზამთარივით, შიშველს და შეშლილს
თავს უფრო მეტად, ვერ შემაყვარებ.
მინდოდა, ისე ჩაგხუტებოდი,
გაყინულ სხეულს ლღობა დაეწყო!
მინდოდა, გულიც მეტკინა შენთვის
და სამუდამო კვალიც დამეტყო!
შენ მომეკარი თოვლივით თეთრი,
სმენა დაახშო ქარმა, გაბმულმა,
და ჩემმა სუნთქვამ მოულოდნელად,
შენი სათვალის შუშა დაბურა...