არა, შეშლებში არაა საქმე.
ის რომ ვინმეს ურთიერთობის განახლება და ერთხელაც ცდა უნდოდეს, ეს შეშლა და გადარევა არაა. ეს ნორმაა უკვე.
ჩვენი ტიპის სოციუმში, სადაც გულწრფელობის და რეალური კომუნიკაციის ისეთი დეფიციტია რომ
ურთიერთობების დასაწყებად რატომღაც ოკეანე მიზეზი, დამსახურება და საფუძველია საჭირო,
დასამთავრებლად კი 1 წვეთიც კმარა, ყოველთვის ექნება ადგილი ადრე თუ გვიან რაღაც უკმარისობის შეგრძნებას. დავარქვათ ამას სინანული.
ადამიანები მეტ-ნაკლებად მაინც იზრდებიან და ხვდებიან რომ დღეს იმ გუშინდელს უკეთ გააკეთებდნენ.
ან უბრალოდ ჰგონიათ რომ გაიზარდენენ და უკეთ გააკეთებდნენ. მაგრამ ფაქტია რომ ეს ილუზიაა და იმ დანაკლისის დაკომპენსირებას
ვერც ახალი ურთიერთობა ახერხებს, ის ძველი მაინც ხინჯად გესობა.
მერე მოდის კომპლექსები, ან უარესი - ამ კომპლექსების უგულებელყოფა და ამით ახლების აღმოცენება.
ზოგს ეყოფა გამდებადაობა გადადგას ამ "კიდევ ერთხელ" ცდის ნაბიჯიც და თუნდაც სადღაც ხვდებოდეს რომ არც ამჯერად გამოვა,
მაინც გამოიყენებს ამ ცდას და თავს მაინც დაიმშვიდებს _ მე მიყივლიაო...
და უფრო გულ-სინდისდამშვიდებული დაიწყებს მომდევნო ურთიერთობი ძიებას

(რომელიც ჯერ არ იცის რომ ისევე დასრულდება, რადგან ზრდას ჯერ რეალურად არ აქვს მასში ადგილი)...
კომპლექსებთან, არნათქვამ კი-ებთან და უმიზეზოდ ნათქვამ არა-ებთან ჭიდილია განახლებული ურთიერთობები, მეტი არაფერი.
თორემ "დაკრუგულ" მატარებელზე მეორედ შეხტომა მარტო ბავშვებს აბედნიერებს ეგერ ზოოპარკაში

აუ დავგრუზეთ მგონი ეს ბიჭი

დაიკიდე ძმა, შენია ეგ გოგოოო შენიი