ძალიან მომწონს და იდეალურ დეფინიციად მიმაჩნია გამოთქმა "მეორე ნახევარი".
აი მეორე ნახევრობის დატვირთვა როცა ეძლევა ცოლს თუ ქმარს, მაშინ აქვს რეალურად ის ჩაფიქრებული აზრი
ამ ინსტირტუტს და არა მაშინ, როცა მხოლოდ ყოველდღიური მატერიალური პრიმიტიულობების აღმსრულებლები არიან მხარები.
გჭირდება მეორე ნახევარი იმისთვის, რომ შეავსო შენი პირველი ნახევარი (რომელსაც შეიძლება პირადი ჰარმონიის მხრივ
არც არაფერი აკლია შევსებამდე, მაგრამ მაინც გამუდმებით გრძნობ რომ ერთი მთელი არაა).
და ეს მოცემულობაა განვითარების ნებისმიერ ლეველზე მყოფი ადამიანისთვის _ დაუწყვილებლადაც კი იდეალური იმიჯის
მქონე, მათ შორის და ცნობილი და სახელოვანი დიდი ადამიანებიც კი ამ სიმრავლეში ხვდებიან.
რამდენი პარტნიორიც არ უნდა გამოიცვალო, რამდენსაც არ უნდა აჩუქო მისი წილი ბედნიერება და სიყვარული,
რამდენი კარგი და ლამაზი მოგონების პწიჩკაც არ უნდა იყოს მონიშნული შენი კაი ტიპობის ვირტუალურ დოსიეში,
რამდენად მაგარი ისპალნიწელი და აძინოკი ვოლკიც არ უნდა იყო, რომელსაც თითქოს არავინ ჭირდება გვერდით, მარტოც ქაჩავს
(არადა ამაში ყოველთვის ცდება პუბლიკა_ ეგეთ მარტოხელა ძლიერებს უფრო მალე და მეტად ჭირდებათ ხელოვნური სუნთქვა)
და რამდენადაც არ უნდა დამაჯერებელი იერი თუ იმიჯი გქონდეს, რომ მარტოც მაგრად ხარ და არავინ გჭირდება,
ეს დედამივიწყებული, მაინც თავისას ხრავს ის მელანქოლიის და მარტოობის შიშის ჭია შიგნიდან და გამუდმებით ჩაგჩიჩინებს _
ოეე, პატარა კაცო, მაგარ ტვინსა თყნავ, ტრაკის თამაშს თავი დაანებე და დროზე ვინმეს ხელი მოხვიე, სანამ დედა გიტირეო...
და რა ფორებითაც არ უნდა გამოგხრას იმ ჭიამ და რა მარაზმატული იერსახეც არ უნდა შეიძინოს იმ დიადი ნათელი მიზნისკენ სწრაფვამ
(და ამ მარაზმატულამ ფორმამ გამოხატვისა შეიძლება ისეთი თემის გახსნამდე მიგიყვანოს ადამიანი, როგორიც თუნდაც ესაა),
მაინც ფაქტია რომ ამ საკითხზე თუნდაც ასეთი მსჯელობა და შპილკაობა უკვე ძიებაა, იმ ჭიის ღუტუნის ექოა,
უბრალოდ დაულაგებელი და გაუსალაშინებლად გადმოტანილი სხვებს დასანახად და გულგრილობის ილუზიის შესაქმნელად.
მუცელში მყოფმა ჭიამ თუ ნამეტანი გაიხარა, თუ ტვინიც მიეხმარა მუცელს და ცოტა თუ გაგიმართლა კიდეც და "ის" შეგხვდა,
შედეგი იქნება ის, რომ ჭია პეპლად გადაიქცევა და იფარფატებს იმ თავის მუცელში დიდხანს

მოკლედ,
გულაობა და პეპლაობა კარგიცაა და აუცილებელიც,
მაგრამ საბოლოო დანიშნულება 1 კონკრეტული პეპელა უფროა.
იპეპლავეთ კაცო,
უბრალოდ იმ ჭიას ნადრევად ნუ გასრისავთ მოჩვენებითი თავისუფლებისა და სიმშვიდისათვის.
ისედაც ცოტა დრო უწერია...
ჩვენსავით