lilyhammerშეიძლება,რათქმაუნდა
მაგრამ ამ შემთხვევაში მე რატომ უნდა მაინტერესებდეს რას ფიქრობენ ჩემზე ფორუმელები?
შენი აზრით სხვა საქმე,ინტერესები არ გამაჩნია ?
ახლა იმაზე ვიფიქრო,ვაი არ ჩათვალონ რომ სულიერი სილამაზე არ გამაჩნია და უამრავი ბლა... ბლააა
და ის რომ ადამიანებს თავდაპირველად გარეგნობით ვაფასებ,არ ნიშნავს რომ სულიერად დაბლა ვარ.
ან ქედმაღალი ვარ
ამაყი
ამპარტავანი და ა.შ
უბრალოდ ასე ვართ ადამიანთა უმეტესობა მოწყობილნი
მოგვწონს ლამაზი ადამიანები
მე მომწონს, მყავს გარშემო ადამიანები რომელთა დანახვაც მსიამოვნებს
ეს გაუცნობიერებლად ხდება
გესიმპათიურება ადამიანი თავიდან და უმეგობრდები
მერე აღმოაჩენ სხვადასხვა თვისებებს... ან გააგრძელებ კავშირს,ან არა
...
მე ასე ვარ
არაფერს არ გაყვედრი,უზრდელურად მომმართე თავიდანვე
მესმის არ მეთანხმები,მაგრამ არ უნდა მიაყენო ადამიანს ამის გამო შეურაცხყოფა,ძალიან მდაბიო საქციელია
თავიდანვე შეურაცხყოფა მომაყენე
თურმე მე ვერ დამწამებენ სულიერ სილამაზეს...
როგორც ჩანს ზრდილობიანად საუბარი არ შეგიძლია...