ჩემი საყვარელი სახელი სოფოა, თუმცა არამარტო მისი მნიშვნელობის გამო. ზოგადად ძალიან ლამაზი სახელია და ასოციაციაც კარგი მაქვს ამ სახელზე.
ნინო - კარგი სახელია, მაგრამ ჩემთვის ასოცირდება კარგ, მაგრამ სინაზეს მოკლებულ ქალთან.

არადა მიკვირს, ნაზი ნინოები მინახავს.

თათია - კარგი სახელია, მაგრამ ასოცირდება თანამედროვე აზროვნების, ნაწილობრივ ჰედონისტ, ზოგჯერ "პრადვინუტ" გოგოსთან.
ანა - ძალიან ლამაზი და კარგი სახელია. ანუკი არა ოღონდ, ანა.

მარი - ადრე მიყვარდა ეს სახელი, ეხლა აღარ.
ქეთი - ძალიან კარგი სახელია, ასოცირდება საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველ გოგოებთან.
რუსო - მიუხედავად იმ დიდი გრძნობისა რაც ადრე მქონდა, ეს სახელი ჩემთვის არაფერთან ასოცირდება. მიკვირს, მაგრამ ასეა. ნუ ეხლა "რუსკა" რომ ცუდთან ასოცირდება ეგ ცხადია.

იგივე მიზეზის გამო, რაც თათიაზე დავწერე.
გვანცა - ყოველთვის ბავშვურ, საყვარელ გოგოსთან ასოცირდებოდა. ინტელექტთან ნაკლებად.
ნათია - არანაირი ასოციაცია არ მაქვს ამ სახელზე.
თამთა - ნაწილობრივ სილამაზესთან ასოცირდება, მეტთან რავი.
This post has been edited by Virtuslb on 8 Nov 2013, 20:49
History and everything else...