სუსტი არისო როცა ამბობენ ქალზე,
უცნაურია,რად არ იცინის ღმერთი?
ათასი კაცის ძალას დასჯაბნის ბევრჯერ,
იმ სუსტი ქალის,სუსტი ღიმილი ერთი...
რა მოხდა თუკი ზოგჯერ დაღლილი ფიქრით,...
წვიმის ორ ცხელ წვეთს ჩამოაყოლებს ტკივილს...
ვითომ ძლიერი მამაკაცებიც ბევრჯერნატრობენ,
მაგრამ ვერ ახერხებენ ტირილს.
ქალი მზისგან და სინათლისაგან შექმნა ღმერთმა,
ქალს სხვანაირად ენატრება და უყვარს.
საერთოდ ქალიმხოლოდ კაცისთვის არა–
სამყაროსათვის გაუჩენია უფალს.
ვერ შეედრება ქვეყნად ვერცერთი ძალა,
ქალში გაჩენილ ახალ,უმწეო სუნთქვას.
არ არის უფრო დიდი გმირობა ქვეყნად
დედობა–ჯილდოდ უბოძებია უფალს.
მადლობა ღმერთო,რომ გავჩნდი ქალად
და თანახმა ვარ–მიწოდეთ სუსტი