აქ ერთმანეთს უმტკიცებთ რომ უბანს არ აქვს მნიშვნელობა?
მე ვისზე რას ვამბობ მაგრამ ღიმილის მომგვრელია რა მონდომებით უხსნით ერთმანეთს რომ უბანი არ განსაზღვრავს ადამიანობას, გარეგნობას, ხასიათს...
მაშინ რატომაა რომ დიღომში, ვერაზე, წერეთელზე და საბურთალოზე გაცილებით მეტი სიმპატიური, ლამაზი შემხვედრია ვიდრე სხვა უბნებში ?
რატომაა რომ კურპუსში მცხოვრები ახალგაზრდობა უფრო შეკრულია და მეგობრული ვიდრე იტალიურ ეზოში ?
რატომაა რომ ნახალოვკელი ბიჭები ცოტა მეტ "გაგებას და ამბავს" აწვებიან ვიდრე სხვა უბნელები ?
რატომაა რომ ვაკე-ვერაზე მოსიარულე გოგოები უფრო მისდევენ მოდას ვიდრე სხვა უბნებში ?
რატომ ითვლება ვაკელი ფულიანად და ოქროსუბნელი უფულოდ? ან რატომა ბინა ძვირი უფრო ვერაზე ვიდრე ავჭალაში ?
რატომ განსხვავდება ვაკელის და პლეხანოველის აქცენტი ერთმანეთისგან ?
თუკი უბანს მნიშვნელობა მართლა არ აქვს მაშინ რატომ ღადაობს ყველა გლდანზე?
რატომაა რომ კორპუსში მცხოვრებ გოგოს გულებს და სანთლებს უნთებენ და იტალიურ და კერძო ეზოებში მცხოვრებს არავინ აქცევს ყურადღებას?
რატომ არ არის მეტრო დიღომში და ვაკეში ? იმიტომ რომ იქ შეძლებული ხალხი ცხოვრობს და მეტრო არ ეკადრებათ ?
მოკლედ ასეთი უცნაური კითხვები კიდევ უამრავი გაჩნდება...

ასეა თუ ისეა, როცა ადამიანს ჯერ არ იცნობ, თუნდაც აქ, ვირტუალურ სივრცეში, რომ გაიგებ რა უბნელია რაღაც წარმოდგენა მაინც გაგიელვებს ტვინში, შეიძლება დაიკიდო და უნდა დაიკიდო კიდეც, უბანს მართლა რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა მაინც გექმნება... აი როგორც ჩაცმულობის მიხედვით განსაზღვრავ ადამიანს დაახლოებით ეგაა უბანზეც...
ხოდა ორივენი მართლები ხართ... აქვს უბანს მნიშვნელობა მაგრამ არა გადამწყვეტი და მხოლოდ იდიოტი თუ ამოარჩევს სამეგობროდ და საურთიერთოდ ვინმეს უბნის მიხედვით
This post has been edited by TiaTia on 14 Apr 2014, 13:22