დანამატი ჩემგან

რანევსკაიას ერთხელ ჰკითხეს:"თქვენი აზრით, რომელი ტიპის ქალები არიან უფრო ერთგულები ქერათმიანები თუ შავგვრემანები?" რაზეც მან დაუფიქრებლად უპასუხა - "ჭაღარები".
ერთხელ თეატრში ერთმა უნიჭო ახალგზრდა მსახიობმა განაცხადა:"მარგალიტი, რომელიც პირველ მოქმედებაში მეკეთება აუცილებლად ნამდვილი უნდა იყოსო", რაზეც რანევსკაიამ წყნარად უპასუხა"ყველაფერი - მარგალიტიც პირველ მოქმედებაში და შხამიც ბოლო მოქმედებაში, ნამდვილი იქნება"-ო.
როცა მსახიობმა ინფარქტი გადაიტანა და გამოჯანმრთელდა თქვა, თავისი არსით, ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა:"თუ ავადმყოფს ძალიან უნდა სიცოცხლე, მაშინ ექიმები უძლურნი არიან".
ასევე დარჩა, საზოგადოების მეხსიერებაში, მისი გამონათქვამები:
ულამაზესი ფარშევანგის კუდის ქვეშ, იმალება ჩვეულებრივი ქათმის უკანალი. ასე, რომ ნაკლები პათოსი ბატონებო!
იმისათვის, რომ გაღიარონ - საჭიროა, სავალდებულოც კი არის, მოკვდე.
ლესბოსელობა, ჰომოსექსუალიზმი, მაზოხიზმი, სადიზმი - ეს მანკიერება არ არის. მანკიერება, წესით, მხოლოდ ორი რამ არის - ჰოკეი ბალახზე და ბალეტი ყინულზე.
მე არ ვიცი სიტყვა "თამაში". თამაში შეიძლება კარტის, შაშის. სცენაზე უნდა იცხოვრო.
ამ ქვეყანაზე ყველაფერი რაც გსიამოვნებს - ან მავნეა, ან ამორალური, ან გასუქებს.
ხშირად ვიღებ წერილებს:"დამეხმარეთ გავხდე მსახიობი". ვპასუხობ: "ღმერთი გიშველით".
რა თქმა უნდა ქალები უფრო ჭკვიანები არიან. თქვენ როდესმე გაგიგიათ, რომ რომელიმე ქალს ჭკუა დაეკარგა მამაკაცის ლამაზი ფეხების გამო?
მეოთხედ ვუყურებ ამ ფილმს და მინდა გითხრათ, რომ დღეს მსახიობებმა ითამაშეს ისე, როგორც არასდროს.
♥ მარტოხელა, მარტოსული, უკარება, მაცდური, სტერვა, იზვრაშენკა, პუწკუნა, ფუმფულა, ბისექსუალკა ყინულის დედოფალი.© მე
♥”როცა გრძნობ, რომ ვინმე გაკრიტიკებს, გაიხსენე, რომ იმ ხალხს არასოდეს არ ჰქონია ის უპირატესობები, რომლებიც შენ გქონდა”
♥”მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა”