აქვს იუმორის გრძნობა,
მახვილი ენა,
დახვეწილი გემოვნება,
უყვარს კაცები,
კითხულობს ფასეულ ლიტერატურას
(დოსტოევსკი, ჯოისი, ბორხესი, ბულგაკოვი, ფოლკნერი _
ამათგან თუ რომელიმე წამოცდა, ნუ დააყოვნებ, marry her! );
უყვარს კინო (მით უფრო ძველი, ნაღდი),
უსმენს არა "ყველაფერს რაც კარგია",
აინტერესებს მეცნიერება;
არ უყურებს იდიოტურ სერიალებს;
ურჩევნია უმეტესად შენ გისმინოს (სასურველია იდაყვზე დაყრდნობილმა) ვიდრე თვითონ ილაპარაკოს;
ენატრები მაშინ როცა შენ გენატრება და არა წამდაუწუმ;
სტაბილური და დაბალანსებულია, მაგრამ ცოტა მოგიჟო;
იცის რა უნდა და უკეთ იცის რა არ უნდა;
ვერასდროს ვერ გაიგებ სექსი შენ უფრო გიყვარს თუ მას;
არასდროს ამბობს ფრაზებს (წიპა "გამორიცხული არაფერია,
რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრია, არასოდეს თქვა არასოდეს, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება);
აქვს რაიმე საინტერესო ჰობი/გატაცება, სასურველია ხელოვნების კუთხით;
ფერება არასდროს ბეზრდება;
სპორტულია და უყვარს ჯანსაღი ცხოვრების წესი;
FB–ზე და მით უფრო ადნაკლასნიკზე არასდროს გააზიარებს სურათს წარწერით წიპა
"გული გატკინეს, ნუ გეშენია, მუხა კვლავაც შეიმოსება";
არასდროს დაგირეკავს და გკითხავს თუ რატომ არ დაურეკე/მიწერე უახლოესი თუნდაც 5 საათის განმავლოაბში;
არასდროს იტყვის რომ სხვების აზრი ჰკიდია;
არც ტუზ კოზირად და არც აქილევსის ქუსლად არ აქვს ძუძუების ზომა;
შეუძლია დაჯდეს და შენთან ერთად უყუროს ბარსელონას ყველაზე უმნიშვნელო მატჩს თუნდაც მალიორკასთან;
საოცრებებს არ ახდენს, მაგრამ საკმაოდ კარგი მზარეულია და რაც მთავარია თვითონვე კაიფობს;
თავის ყოფილ შეყვარებულებს არ ლანძღავს, თუნდაც ცალუჯრედიანი სირები იყვნენ;
დამოუკიდებელია პიროვნულადაც და ფინანსურადაც (მინიმუმ ილტვის რომ იყოს),
მაგრამ არაა სახელფასო ბარათზე აორგაზმებული პრიმიტიული კარიერისტკა;
სულაც არ თვლის რომ ძლიერი ქალია და არც ფიქრობს ამის დემონსტრირებაზე;
უყვარს ბავშვები... ოო როგორ უყვარს!
შესაბამისად FBზე ბავშვების სურათებს უფრო ხშირად აზირებს/ალაიქებს, ვიდრე თუნდაც კატებისას;
ეგრევე აიგნორებს ტიპებს რომლებიც დაპადხოდებას იწყებენ ფრაზით "მომწონს შენი აზროვნება"
ინახავს ბავშვობის ლექსებს და ეგეთ საყვარლობებს; ლოვე:
არ იღებს ტუჩებდაპრუწულ ფოტკეეეეებს;
არ საუბრობს გაწელილად, აი როგორც ის ნიუსების წამყვანი გოგონა მუზიქბოქსზე;
ტუპოი გლამურზე მეტად აინტერესებს მოხდენილი უბრალოება;
უყვარს თავის მოვლა (ეს ბოლოში რატო ვთქვი)...
არ თხოვდება 25 წლამდე მაინც;
ასეთია წესიერად აღზრდილი გოგო

თავისით აღზრდილი ოღონდ
კიდე გამომრჩა ერთი ორი რაღაც,
შეიძლება სამიც