მოველ სახლში და აქ ამასობაში დისერტაციები დადებულა.
ლოლ სასტავი რა დონეზე დაწვრილმანდა უკვე

იდაყვების ფსიქოლოგიურ შტრიხებამდეც კი მივიდა კონკრეტიზაცია.
წესიერებას რაც შეეხება,
მაგაზე ხომ ვთქვი, მაინცდამაინც ნეკათითპირშიჩადებულ და თავჩახრილ გოგოზე არ მაქვს საუბარი,
ცოტას გადავუხვევ თემიდან და წესიერი=მისაღები=სასურველი=ჩემთვის (ამ შეთხვევაში) დადებითი მეთქი...
ან რა შუაშია ბავშვები. მანდ აქცენტი უფრო იმაზე გავაკეთე და იმათ გავკარი კბილი,
კატების სურათებს რო აზიარებენ დღეში 100ჯერ.
სად ვთქვი ქალს თუ შვილია რა ყავს ოხრად დარჩეს საშო მეთქი? :დ
რაც თავი მახსოვს მაგ მარაზმატული ლოგიკის მოწინააღმდეგე ვარ და აქეთ მდებთ კაცო ბრაალს?

მესმის რომ რაღაცის არასწორად აღქმისას უკვე რეფლექსად გაქვთ ზოგს ქცეული
წლების განმავლობაში დაზეპირებული ფრაზების სროლა წიპა, მაგრამ მთლად ეგრეც ხო არ შეიძლება კაცო : )
არადა ვიფიქრე რამე ისეთს, დავწერ ქალთა მაქსიმალური სიმრავლე რომ მოხვდეს შიგნით და
უმეტესობას რომ აღმოაჩნდეს ნაწილობრივი მაინც საერთო ამ თვისებებიდან-მეთქი...
შენც არ მომიკვდე, ვინ გიფასებს

თურმე რაიმე სასურველობის გამოხატვა, გინდ ნატვრა და ზოგადად დადებითზე საუბარი
ვინმეს დავალდებულება და რაღაც სტერეოტიპების მონობაა

(მაგავე ლოგიკით, სულ კრიტიკასა და ცინიზმზე ორიენტირება რატო არაა საკუთარი სტერეოტიპების თესვა და
შემოვლითი გზით დავალდებულება? მაგრამ ეგ კიდე ცალკე თემაა და როცა კამათს აზრი არ აქვს, ჯობს არ ვიკამათოთ).
არადა ამ ჩამონათვალიდან 90% ფაქტიურად ჩემი ყოფილების ან კარგი ნაცნობები გოგოების დადებითი თვისებები ამოვკრიფე : )
ეგეც თქვენ იდეალური და არარსებული ქალის მოთხოვნის ჩემეული და თითქოსდა უტოპიური ახსნა

და უარყოფითებიდან კიდევ იმ დადებითების შებრუნებული, რაც მათ ქონდათ. დანარჩენი 10% სტანარტული და თქვენს ნებისმიერ ფეისბუქ ფრენდის
თუ აქაური იუზერის მიერ მილიონჯერ გაცვეთილ-გამოცვეთილი ნეგატივი... რა იყო ამაში განსაკუთრებული? თუ სიმრავლემ მოგჭრათ თვალი? :დ
ჯერ მარტო ეგ რატო უნდა თქვა ადამიანმა _ არიქა და იდეალურ რაღაცეებს ითხოვო. რა წერია მანდ იდეალური?

აი რომელი პუნტქია წარმოუდგენელი? ან რომელი პუნქტის სასურველობის დონეზე ქონაა რეტროგრადული და ეგოისტური?
ან ამ ყველაფრის პრიმიტიული გზით უარყოფა და საკუთარი შეხედულებების აპოლოგია რა პრინციპით არაა მაშინ ეგოისტური?
და საერთოდაც, დალის არ იყოს, ნუ გეშინიათ ხალხო ამ სრულყოფილების, მაინც ვერასოდეს მიაღწევთ : )
კაით, ჯანდაბას თქვენი თავი, სხვა დროს ისეთ ლისთს გავაკეთებთ, რომ
პოტენციური გამპროტესტებლების ხარაკწერსაც გავითვალისწინებ და შევეცდები მათი თვისებებიც იყოს ჩაყრილი.
ნუ შეიძლება ცოტა ყალბი კი გამომივიდეს, მაგრამ აურზაური ხომ არ მოყვება, რაც მთავარია : )