salamander_rეგ ხომ ვიცი კაცო უკვე, რაღატო მიმეორებ : )
დემოგოგოიის მარჯვედ მომხმარებელთან ზოგად საუბარს არ ვაპირებ

მით უმეტეს რომ მოპოხუისტო დემაგოგის წინაშე, რომელიც თავიდანვე შენი უარყოფით,
ვითომდალაითი და ინტერნეტფარგლებში დეკლარირებული დამცირებით და კაცობრიობის თუ არა მდედრობრიობის მტრად გამოცხადებით იწყებს დისკუსიას,
და ბოლოს მოფერებით წიპა "კაი რა იყო რა გეწყინა პუტკუნ, ფორუმია" და თავზე ნაცრის დაყრის სტანდარტული მეთოდებით ამთავრებს,
ასეთ დროს უკვე ისედაც წამგებიან პოზიციაში ხარ ადამიანი და რაც მეტად ცდილობ მშვიდი და გულწრფელი ახსნა განმარტება მისცე და იგივეთი არ უპასუხო,
მით მეტად იხლართები უნებურ ქსელში და მით უფრო არადამაჯერებელი ხდები. ეგაა დემაგოგიის ძალა, მეტი კი არაფერი

ამას დაუმატე მის მიერ შენი ისე წარმოჩენა, თითქოს თავს აცოდებ და აქეთ გიყვავებდეს : ) და ვსო, წაგებულია ფაქტიურად პარტია...
ასე რომ, ხო ხედავ რა ვაბანკზე მივდივარ და დამიღირე ახლა, ჰაა
კონკრეტულად, პუნქტებად მითხარი სად ხედავ კაცის მეირ ქააის დამონების ნიშნებს და ისე გავარჩიოთ