ეს იყო კუსტბაზე, 2011ში, საშინელმა წვიმამ დაცხო, სეტყვითურთ, რა თქმა უნდა მოვრბოდით, უკვე ჩამოსახვევამდე ვიყავით თითქმის, რომ ჰიუნდაის ჯიპი გვიჩერებს, წამოდი წაგიყვანთო, კი გამიტყდა ძლივს ასეთ ამინდში ვარ გარეთთქო, მაგრამ ჩემი ძმაკაცები შევარდნენ მანქანაში და მეც შევედი ;დ გათბობა ჩაგვირთო იმ კაცმა და დელისის მეტროსთანაც მიგვიყვანა. მადლობა ვერცხლისფერი ჰიუნდაი ტუქსონის მძღოლს

ჩემი ძმაკაცი და მე მოვდიოდით ბათუმიდან, ქუთაისში ვიყავით მაკთან, მაკში შევედით გამოვიცვალეთ ტანსაცმელი და წავედი თბილისისკენ. ქუთაისის გასასვლელში მარცხნივ რო შეუხვევ მანდ ვიყავით უკვე ერთმა ოპელმა რო გაგვიჩერა, მძღოლი მანქანებით ვაჭრობდა და იტალიიდან მოდიოდა, 4 დღეა გზაში ვარ არავსი არ დავლაპარაკებივარ ჩაჯექითო. 2 საათში ჩამოგვიყვანა თბილისში. მიუხედავად იმისა რომ დიდი სურვილი არ გვქონია ლაპარაკის (დაღლილები ვიყავით) მაინც საინტერესოდ ვილაპარაკეთ :დ
მადლობა ამ მძღოლსაც .
ჩემი და მივიყვანე მეტრომდე, სახლში ვბრუნდებოდი და ძმაკაცი რო დავინახე, გავაჩერე, დავუძახე(თავიდან ეჭვისთვალით გამომხედა, ვინ ოხერია, რა უნდა, არაფერი დამიპიიროსო

) უნიში მიდიოდა და მეტრომდე ჩავიყვანე.
ქუთაისში მივდიოდი, უბნიდან რო გამოვუხვიე ისევის ძმაკაცი დავინახე (ისევ უნიში მიდიოდა) გავუჩერე, მეტრომდე ჩავიყვანე ისევ( ამჯერად ვეცნე და ცუდი აზრები არ ქონია

)
სხვა მხრივ გაჩერება თავში არ გამილვებია. ავტოსტოპით ვინმე თუ შემხვდება და ადგილი მექნება დიდი სიამოვნებით წავიყვან.
ხო ხო, ქუთაისიდან რო მოვდიოდით ტაქსმა შემოგვთავაზა წაყვანა და თბილისში მივდივართო რო ვუთხარით, გაჩერდნენ ეგრევე, მერე ერთი ხანშიშესული ტაქსისტი წამოგვეწია, გაგვიჩერა, ცოტას მოგეხმარებით წინ წაგწევთო და რამდენიმე ასეული მეტრით წინ მიგვიყვანა , მერე მობრუნა მანქანა და უკან დაბრუნდა, მადლობა იმ კაცსაც
კაროჩე ერთხელ ჩემი თვალით დავინახე გველი ეგრევე მირბოდა რა და წყალში ჩავიდა ისე რომ შხამი და რაღაც ეგეთები არ დაუტოვებია არსად და მაინტერესებს მაგის ნაკბენი საშიში იქნება? ⒸYes_Ge