დილემაა ეს საკითხი ჩემი აზრით. ისეთი რამაა, ნეკს რომ მიცემ და მკლავს მოგაჭამს.
ერთის მხრივ, ცხადია ადამიანის უფლებებში შედის სექსუალური ორიენტაციის არჩევა და ამ უფლებების დაცვა კანონიერია. მაგრამ აქ არ ჩერდება ეს საკითხი 21-ე საუკუნეში და ესაა პრობლემატური. დასავლეთში პოსტმოდერნის არსი რადიკალური პლურალიზმის განხორციელებაშია და ცხადია ეს სფეროც მას დაექვემდებარა. პლურალიზმიო და ამ დროს სქესის დიფერენცირებულობის აღმოფხვრა უნდათ. ქართული უსქესო ენაა და ამიტომ ძნელი წარმოსადგენია რა ბრძოლები მიდის სასკოლო სახელმძღვანელოებში მოწაფეთა და მასწავლებელთა, პროფესიათა და ა.შ. ჯენდერულად სწორი სახელის ფორმულირებისთვის. ამათი აღმნიშვნელი სახელები უნდა იყოს აუცილებლად ანდროგენული...
ამჯერად კვლევებში კონფრონტირებული ვარ თემასთან : "დედა, როგორც საზოგადოების ბოლო მითოსი". მე მგონი სათაურიც საკმარისია, დანარჩენი თქვენ წარმოიდგინეთ.
გერმანიაში სასკოლო სახელმძღვანელოების ახალი პროექტის გატანაში ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ დიდი თავგამოდება გამოიჩინა და 90%-იანი ალბათობით 2016 წლიდან ასეც იქნება: პირველი კლასიდან დაწყებული ოჯახის სიტყვიერი და ხატოვანი აღწერისას ტრადიციული დედა-მამა-შვილე(ებ)ის გვერდით პროცენტულად იგივე რაოდენობით უნდა იყოს წარდგენილი მამა-მამა-შვილ(ებ)-ის და დედა-დედა-შვილ(ებ)-ის ოჯახური მოდელი. სექსუალური აღზრდის სახელმძღვანელოებში ჰეტეროგენულის პარალელურად ჰომოსექსუალური პრაქტიკებიც უნდა იყოს აღწერილი. ეს არის ლოგიკური განვითარება.
როდესაც ასე აღზრდილი თაობები მოვლენ, ოჯახის გაგება მართლაც აღარ იქნება ბიოლოგიურად ბუნებრივი. ბავშვის ჩასახვის და დაბადების პროცესში ჩაერთვება (ეს უკვე დაწყებულია) მთელი გენტექნიკის და რეპროდუქციის მედიცინა და სუროგატი დედობის ბიზნესი, და მოკლედ კინემატოგრაფიულ ფანტასტიკაში რაც გვინახავს, მაგას გადააჭარბებს.
ეს წარმოდგენა შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს. მე- არა. არ მინდა, რომ ბავშვი იყოს შეკვეთილი, გეტექნიკურად მანიპულირებული და ნაყიდი პროდუქტი. არ მინდა, რომ დედა გახდეს მითი და ლეგენდა და გაიგივდეს სუროგატი დედების ბიოლოგიურ ფუნქციასთან. არ მინდა რომ ჩვილს ძუძუს აწოვებდეს კაცი, რომელსაც მიმბული ექნება ხელოვნური რძით სავსე სილიკონის მკერდი( საერთოდ ხელოვნური რძის წინააღმდეგი ვარ

) და არ მინდა რომ ბავშვი თამაშში დედას ეჭიდავებოდეს, რომელიც მისი ქალი"მამა"-ა. არადა ასეთია პერსპექტივა. და ამ პერსპექტივის მომხრეებს დასამშვიდებლად მინდა გითხრათ, რომ დიდი შანსია სწორედ ასე განვითარდეს ყველაფერი. რადგან ეს ლოგიკურია და ერთ ნაბიჯს მეორე ნაბიჯი უნდა მოჰყვეს. როგორც გერმანელები ამბობენ, ვინ "ა" თქვა "ბ-ც იმან უნდა თქვასო.
ეს ყველაფერი არ მინდა და ამავე დროს, ადამიანის უფლებების დაცვას დიდი მნიშვნელობას ვანიჭებ. ამიტომ ვამბობ რომ - დილემაა
ps. და მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულებია ძალიან ევროპულ-ტოლერანტულ-დასავლურ-პლურალისტურ გარემოში ვცხოვრობ , ჩემმა ბიჭებმა რომ სიძეები მომიყვანონ, შეიძლება კარი კი გავუღო, მაგრამ მერე იქითა ოთახში გავალ და მაგრად ვიტირებ
This post has been edited by anthro on 13 Nov 2014, 00:25