მოიხსენი ერთი ეგ პულიმიოტი თუ ჩემი და ხარ

თუმცა სადღაც შენც შეიძლებოდა ყოფილიყავი მართალი, შეიძლებოდა....
მაგრამ ეგ მაშინ, თუ შენ თავს წარმოიდგენდი იმ გოგოს ადგილას და იფიქრებდი რომ მამენტ მერე რა მოხდა,
ვთქვათ რაღაც საქმიანი ვითარების ან შემთხვევის გამო აღმოჩნდა ორი ადამიანი მთელი დღით ერთად და
რა ქნას ახლა ამ გოგომ თუ ბიჭს მოეწონა, რა ვალდებულია ჩაუკაკლოს რომ შეყვარებული ყავსო.
ანუ იფიქრებდი ისე, როგორც შენ მოიქცეოდი მის ადგილას. კი ბატონო, ამ მხრივ ობიექტურია შენი მსჯელობა.
მაგრამ ახლა მაგ გოგოს ადგილას შენი თავი კი არა, სხვა წარმოიდგინე, იმ ბიჭის ადგილას კი შენი შეყვარებულის თავი
და ამ მოცემულობით შეეცადე ეგეთი ობიექტური იყო

"თუ ჩემზე უკეთესს იპოვის სულ კარგად იყოს" ტიპის ფსევდოაუღელვებელ-დასტოინი პოზიცია არაა საჭირო, დააფიქსირეს უკვე ეგეთი

მაგის მთქმელი ბევრი მინახავს და რეალურად უპრობლემოდ შემგუებელ-გამშვები 100დან 1...
ჯასთ აღიარე რომ შენი პირველი, გაუფილტრავი და გულწრფელი რეაქცია იქნებოდა "თუ თავისი ბიჭი ყავს ჩემსას რას ეფანცქვალებოდა?!"
თუ მეტყვი რომ სულაც არა, მაშინ ვხრი თავს და გავდივარ

რატომღაც მე ასე მომეჩვენა პირველი პოსტიდან და თემის ავტორის განწყობიდან გამომდინარე, რაც დავწერე.
ასეთ შემთხვევაში როგორც წესი გოგო იძლევა ბიჭისთვის იმედის საბაბს, თორემ თუ უიმედობა და სიცივია, ბიჭისგანაც გულისდაწყვეტა მიზერულია.
იმდენად მიზერული, რომ 4 წლიანი ნიკის მქონე 320 პოსტიან იუზერს თემას ნაღდად არ გაახსნევინებდა ფორუმზე.
ამას კი გულგრილობის და მკიდიაობის არაფერი ეტყობა. ზნაჩიტ ისე იყო ყველაფერი როგორც ვივარაუდე და
აგერ გამოჩნდა თემის ავტორიც და მგონი მთლად 100%ითაც არ შევმცდარვარ

თუმცა შენ მაინც ხუთიანი დიდსულოვნებისა და ჰუმანიზმისთვის.
კაი გოგო ხარ მართლა