დავიწყოთ იქიდან რომ არც ბიჭები იკლავთ დიდად თავს
დარბიან და აუზზე ცურავენ ბიჭებიო თორემ მერე რომელი მაზავს ზაფხულის საღამოს ლუდის გარეშე, გამოვიდეს და თქვას რა, იჰ...
ისე კი, ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში ის გვაქვს რომ არ არის პოპულარული ჯანსაღი ცხოვრება და ვარჯიში.
მაგალითად, არ ტეხავს რომ სიგარეტს ეწევი,
არ ტეხავს რომ ალკოჰოლს ეტანები,
არ ტეხავს ხაჭაპურები ხშირ-ხშირად, შაურმები...
სკოლებში და უნიებში არ არის შესაბამის სიმაღლეზე ფიზ.კულტურა
განათლებაც გვაკლია:
არ ვიცით რომ 6 საათის მერე შიმშილი ჩემს ფეხს გვიშველის თუ სადილად მთელი ტახი გვყვავს გატკვირული,
არ ვიცით რომ ვარჯიშის და ოფლისღვრის დროს წყლის დალევა აუცილებელია და წყლის არდალევა არ ახდუნებს ადამიანს,
არ ვიცით რომ 2 დღეში და არც 2 თვეში არ "დაიკუნთები",
არ ვიცით რომ 2 კვირა დიეტა და მერე ავოიე, გრიალი და ჭამა სმა არის სიშტერე და ჯანმრთელობის შერყევა,
არ ვიცით რომ ჯანსაღად ცხოვრება ეს ცხოვრების წესია და ქორწილამდე 2 კვირით ადრე ავიშვიშება ან სეზონის დაწყებამდე 1 თვით ადრე ვარჯიში და დიეტა არის სასაცილო...
მარა, ჩვენი დროც მოვა, სხვა პრობლემები დალაგდება და ვარჯიში და წესიერი კვებაც პოპულარული გახდება,
მერე მოიმატებს მორბენალი გოგოების და ბიჭების რიცხვიც
This post has been edited by tamar1586 on 26 Jan 2014, 16:14