ხალხს ამ ბოლო დროს ვატყობ რომ რაღაცებს იზეპირებენ, ადნაკლასნიკის სტატუსებიდან მგონი და მერე ჭკუაში უჯდებათ ეს "სიბრძნეები".
იმიტომ არიან თემის ავტორის გარშემო ასეთი ადამიანები რომ ასეთების რიცხვი მატულობს ნელნელა. და ეს მისი ბრალი არ არის, ისინი როგორც მისი ასევე სხვის გარშემო არსებული წრეებიც არიან და სხვა არ არის იასასნაირი. სხვა სხვანაირია. იმ სხვას შეიძლება მოსწონს კიდეც ისეთი გოგოები როგორებიც არ მოსწონს იასას. თანაც ეს ბოლომდე ხომ არ ახასიათებს იმ ადამიანებს, შეიძლება მის თვალში რაიმე ღირსება მაინც გააჩნდეთ იმ ადამიანებს რომლებზეც საუბრობს მაგრამ რაც აწუხებს იმის შესახებ წერს. შენ თუ ფიქრობ რომ შენს გარშემო ნეტარი ანგელოზები არიან, ცუდი ამბავი მაქვს შენთვის, გარდაიცვალე და სამოთხე-ჯოჯოხეთის გზაგასაყარზე აბირჟავებ ეტყობა. ანუ სადღაც ავჭალაში გარაჟთან, ვატრაკებ რომ არის იუზერი აი მაგასთან ერთად.

ჰო ეს ისე ხუმრობით.

ადამიანს ხომ უნდა დაუახლოვდე რომ მასზე წარმოდგენა შეგექმნას? ხო და დაუახლოვდა ერთს დაუახლოვდა მეორეს მესამეს... და დაინახა რომ ასეა საქმე, ცუდათ თუ კარგათ მაგას მოდი ჯერ ნუ განვსჯით. მე არ მაწუხებს ეგ საკითხი იმიტომ რომ არანაირი წრე არ მახვევია გარშემო, საბედნიეროთ მაგრამ შედარებით სოციალური ტიპები ექცევიან ამ წრის შუაში. ეს წრეც რაღაც წრის შუაშია, უფრო ფართო წრის, უფრო პრესტიჟულის და იქ უფრო "გაჩითული" სასტავია. სწორედ ეს აიძულებს შედარებით ვიწრო წრეს რომ გახდნენ ისეთები როგორებიც ფართო წრეში არიან. თავიდან ალბათ მათაც აწუხებდათ ის რაც იასას აწუხებს, ამიტომაც გახდნენ მათნაირები. რატომ უნდა იბრძოლო, როდესაც ცდუნება არის, ხომ უფრო ადვილია რომ შენც გახდე მისნაირი და დატკბე იმით რითიც სხვები ტკბებიან.
შეიძლება არც ტკბებოდე, შინაგანად სხვა მოთხოვნილებები გქონდეს მაგრამ შენი შინაგანი სულიერი მოთხოვნილებები რომ დაიკმაყოფილო, თანამედროვეობას ჩამორჩები. ხო და იასასნაირი და ჩემნაირი ტიპები ჩამორჩენილები ვართ. ჩამორჩენილები არა ცივილიზაციას, არამედ ფართო მასებს. აი ზოგი ამას ვერ ხვდება და იმიტომ არ უნდა ჩამორჩენილობა.
რაც შეეხება ისევ "ვაი რა გეშველება რა ხალხთან გაქვს საქმე"-ს. შენ როგორ ხალხთან გაქვს საქმე? დარწმუნებული ვარ არაერთი გეყოლება ეგეთი. უბრალოდ შენთვის იმ ადამიანის სხვა მხარეა მნიშვნელოვანი. ბოლობოლო მამაკაცი არ ხარ და შენი დაქალი შენგან არ თხოულობს ს კლასის მერსედესის ყოლას.
და საერთოდაც ვერ თანაუგრძნობ ადამიანს თუ მის მდგომარეობაში არ შეხვედი. შენ რომ მის მდგომარეობაში შეხვიდე, მიხვდებოდი რომ აქ არჩევანზე არაა საქმე. კი არის, ან ა.სოციალური უნდა გახდე, ან მაგრად უნდა გაგიმართლოს, ან კიდევ ისე იქნები როგორც ყველა. ანუ ასეთ წრეში მოქცეული.
მაგრამ მე იასასგან განსხვავებით ისიც ვიცი რომ მაგ ტუჩებდაბერილებსაც ისევე უნდათ რამანწიკები, არამატერიალური სულის საკვები, როგორც იასას, თუ ეს საერთოდ უნდა და უბრალოდ ის არ აწუხებს რომ ს კლასის მერსედესი არ ყავს. უბრალოდ რთულია ამის მიღება. იმიტომ რომ შენ თუ შეიცვალე, ან უფრო სწორად გახდი ის ვინც სინამდვილეში ხარ, და რეალიზება მოახდინე შენი ნამდვილი სახის, დიდი რისკია. შეიძლება მარტო და გარიყული აღმოჩნდე. უფრო გაგირთულდეს ცხოვრება. ტვინს და ეგოს კი არ უნდა რთული ცხოვრება, იმიტომ რომ ისინი კმაყოფილებას ეძებენ და კმაყოფილება ცოტაა რთულ ცხოვრებაში.
safrtxobela 100არა უბრალოდ ბზიკის ნაკბენივით პოსტი გააშვანშვალა. ნუ განაზოგადებ და ნუ დაიგრუზები. არ მაქვს გოგოებზე ცუდი წარმოდგენა. ღმერთმა დამიფაროს. ხო გავლაჟვარდისფერდი ეგრევე.