ქარში რომ გახვალ,აღარ უნდა მობრუნდე მერე...
ერთი გასროლით მკვდარი კაცის სიცოცხლის-არ მწამს,
უნდა იარო...ჯანდაბამდე გზები არ მიდის,
უნდა ეძებდე...(თანაგრძნობის გარდა ყველაფერს)
ამ გზებზე მაინც...
რა მოხდა მერე?!-თუ სხვებივით ძილი არ იცი,
ყველა სიბნელე მკერდით უნდა შელეწო მთვრალმა
რა მოხდა მერე?!-საკმარისზე მეტს თუ არ იცდი,
სულში ფრჩხილივით ჩაბრუნებულ ცხოვრებას-დრამას
რა აქვს სათქმელი...
რა მოხდა მერე?!-თუ სიცოცხლეს ფეხში არ მისდევ,
თუ არასოდეს გიცხოვრია სხვების ცხოვრებით,
თუკი ქუჩაში გადიხარ და გროშიც არ გიდევს...
ჯიბეში...რადგან იშვიათად გტოვებენ მარტოს
რა მოხდა მერე?!...
ჰო,ეს ცხოვრება სპეკტაკლია თუ არ თამაშობ,
დგახარ,უყურებ ამ ფეხ-ადგმულ ხროვას-საფლავებს,
უნდა უბერო სული შენით ძარღვებს...გააშრო
სანამ მოვლენ და სხალტის პირზე გაგხდიან საგებს-
უნდა მოასწრო...
ჰო,ყველას თვალში გიჟი არის კაცი,რომ გადის
თვითონ მშიერი ქუჩის ძაღლებს აპურებს,დგება...
სხვას ეს ცხოვრება ერთ გავსებულ ხორცად უღირს და
რა მოხდა მერე თუ მშიერი კაცი დაწვება-
რა მოხდა მერე?!...
ჰო...
იჭორაონ (ღამეებიც უთენებიათ)
რომ ამ ცხოვრებას შელეწილი მკერდით მიჰყევი,
ილაპარაკონ...არასოდეს გაახსენდებათ-
ძარღვზე წვეთებად გაყოლილი სისხლი - სიტყვები
ქუჩა ნაწვიმარია...
რა მოხდა თუკი ყველაფერი ტკივილს აეწყო,
მერე რა თუკი ეს ქუჩებიც,ნაწვიმარია...
თუ ვერ შეძელი ყველაფერი ისევ დაგეწყო,
თავიდან...
ქუჩაც,სიცოცხლეც და გზაც სიზმარია...
დათო ცერცვაძე