nini gogo
უკვე ბოლო დღე გათენდა,
ცრემლი ხშირ-ხშირად დაგჩემდა,
ვეცდები აღარ ვიფრინო,
ოღონდ შენ აღარ იტირო,
წარსული რატომ დააგდე,
ყინვაში რატომ გააგდე,
ვიცი რომ ბევრჯერ გატკინე,
ისე რომ გულსაც არ ვკითხე.
ფიქრობდი - აღარ მიყვარდი,
შენ მაინც ჩემთან იყავი.
პატიებაც კი არ გთხოვე,
როცა მოვედი და გაკოცე.
იცი? არ გეტყვი რომ ვნანობ,
და შენზე ღამით სულ ვდარდობ,
არ გავიმართლებ შენთან თავს,
აღარ გაჩუქებ იას და ვარდს,
არაფერს გეტყვი - კარგი ხარ,
არ მენატრები, მაკლიხარ,
ალბათ კითხულობ, არ ვიცი,
იქნებ ბევრ რამეს განიცდი,
იმდენად შორს ხარ აქედან,
შენ რომ არსებობ არ მჯერა,
ჩემი წასვლის დროც მოვიდა
მე რომ მინდა თან არ მინდა
ვეღარ გავიგე რა მინდა
შენთან მინდა, თუ არ მინდა.
სანამ გაკოცებ შუბლზე
მგონი მოვასწრებ უცებ
ვიცი მოელი რაღაცას
ნუ გეშინია, მე არ ვაპირებ წასვლას
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე… და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
ახლა ჩვენ შორის სიშორეა, სივრცე, ჰამადა,
ფანჯრის მინებზე – ქარისა და წვიმის პა-დე-დე,
ალბათ ამ ნაწერს შუაღამის ბოდვას გავატან,
რადგან უშენო პოეზია სისხლსაც ადედებს
და კაბალურად ჩემს წილ ჰაერს ადებს ტარიფებს,
ჩემს უშენობას მე დავარქვი – ყოფნა ხურუში,
ახლა ღამეა – მობატონე დღეზე ხალიფა,
ჩანს ცაზე მთვარე, როგორც თურქის მუჭში ყურუში
და ახლა, ისევ მენატრება – მოგყვე, გეძიო,
მინდა ცხოვრებას მივაძახო პირში – მე შენი…
შენი თითებით ჩავიტარო ტანზე ჯენ-ძიუ,
შენი თვალების სისველიდან შევსვა ჟენშენი,
რომ დედამიწამ ვერ გაბედოს მეტად ხალტურა,
შენს სუფთა სისხლში ჭუჭყიანი ხელის ფათური,
მაინც მოგძებნი, მანამდე კი – იყოს დასტურად
ეს ლექსი, როგორც თავგანწირვა სულით, ნატურით.
მოდი დავარღვიოთ წესი,
ყელში ამოვიდა რადგან,
მე შენ გიყურებ და ვხვდები,
როგორ მიყურებ და მკარგავ.
მოდი დავიკიდოთ ყველა,
თუნდაც ჩამოვიხრჩოთ თავი,
სახლში უსაშველოდ ბნელა,
გარეთ უსაშველოდ ბარდნის
თოვლი, მე კი მარტო ვრჩები,
ვიცი და შენ მაინც მიხსნი,
რომ ხარ უსასრულოდ ჩემი,
პლიუს უსასრულოდ-სხვისი.
მე კი ვეგუები ამას,
უკვე ვეგუები რადგან,
ყელზე თუ მოიჭერ ქამარს,
იქვე სკამზეც უნდა დადგე.
მაგრამ მე წავაგე ომი,
ხოდა მაპატიე, მორჩა!
სახლში ისევ ვსხედვართ ორნი,
გარეთ თეთრი თოვლი მოსჩანს.
ხვალ კი კიდევ ერთი დილა,
შუბლზე შემოიდნობს ყინულს,
მინუს უსასრულოდ მტკივა,
ის ,რაც ცელსიუსით პლიუს.
რთული წესები აქვს თამაშს...
მოვიდა წვიმა,
წვიმა წკრიალა,
დატოვა ცრემლი და ჩაიარა...
მოვარდა ქარი,
ქარი გრიალა,
დატოვა მტვერი და ჩაიარა...
მზე აშრობს ქვებად
ქცეულ იარებს,-
მოხვედი შენ და...
შენც ჩაიარე...
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ,
მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ !
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,
თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე..
მოგისმენ,მოგისმენ !
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებოვით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა,გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ.
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
და მე,მთავარ როლში,
არანორმალური სევდა მომერია !
ნიღბად არასდროს არ ვხმარობ ღიმილს, სიმართლეს პირში მივახლი ყველას, ამაყი გული ზოგჯერ თუ ტირის, მაინც არვისგან ვთხოულობ შველას!!!
---------------------------------------------------------------
იყავი უბრალო და გულით ღირებული და არა უგულო და ძვირად ღირებული. ...