gudaguda_nini gogoროგორა ხართ ჩემო ლამაზებო... მომნატრებიხართ...
სიყვარულია უსიყვარულოდ
ისევ შემომაწვა საფიქრალი
ურჩად გავურბივარ მარტოობას
ისევ უშენობა სატირალი
თვალებს ცრემლებით რო დამიფუფქავს.
გული საგულედან ამოვარდა
დღესაც თავზე მეტად მენატრები
მთვარეს შევხედავ და მახსენდები
ფარდას ვაფარებ და მელანდები.
დრო თუ სულ ყველაფრის მკურნალია
მაშ მე რანაირად ვებრალები
ურჩად შევნატრივარ ამნეზიას
წარსულს უსუსურად ვემალები.
ახლაც ამითრთოლდა ყველა კუნთი
ნდომა ერთია და შენი წვდომა
ალბათ აღარასდროს დაბრუნდები
თორემ მომინდება შენი ცდომა
ისევ ეშმაკურად გაგიღიმებ
ჯადოდ გადიქცევა ჩემი შარმი
ჩემო სილამაზის აფროდიტევ
ნაზად დაირწევა თეთრი ნავი.
ეჭვებს გამოვურევ ეგოისტურს
შენ იცი ისედაც ნარციზმი მკლავს
მაგრამ რა მიშველის გადარეულს
თუ კი სხვაზე ფიქრში არა გძინავს.
ნუთუ მართლა თვლი რო თავმოყვარე
ამას წმინდა გულით არ ვიძახი
ნუთუ მტერი ვარ და ის მოყვარე
ვისაც არასოდეს არ უყვარდი.
განა ვინმე არის დამნაშავე
ამას დღეს პირველად გეუბნები
მხრებზე ლოდად მაწევს მძიმე ცოდვა
ცხოვრებავ რატომ არ მეორდები?!
მაშინ შეგამოკობდი ფარჩა მძივით
გრძონობებს მოგირთავდი საკადრისად
ბუდებს აბრეშუმით ავაგებდი
ჩემთან გაცხოვრებდი მარადისად.
ბარტყებს შენთან ერთად ვამრავლებდი
ფრენას ვასწავლიდი ცის კიდემდის
ღამეს შენთან ერთად გავათევდი
ბულბულს გამღერებდი და მერე ვის
ვის ერგო განგება უაროს შენს შვილებს
მადლიან შენს სხეულს მოწყვიტოს მაყვალი
ისე რომ ველურო დამალო კლანჭები
და გულზე დამატყო მე მწარე ლახვარი.
უშენოდ ცხოვრება ფეხებზე მკიდია
მუნჯია სამყარო მეჩვევა დარდები
მოცარტი რომ ვიყო გიძღვნიდი სონეტებს
ცრემლებად დაგცლიდა ეს ჩემი ჰანგები.
სიყვარულს ნამდვილი არ ჰქვია არასდროს
არც გრძნობა არ არის რაღაცა ნაგდები
გიყვარდეს ეს ნიშნავს მთლიანად სამყაროს
მოკვდე და სამოთხეს უკრიფო ვარდები.
მიყვარხარ დროსაც კი არ ძალუძს გაწყვიტოს
ჩვენს შორის გაბმული ვნებების ძაფები
ქალი ხარ ნაზი ხარ მერყევი ვაზი ხარ
დაკლანლუნ შენ სხეულს მე ბოძად ვბარდები.
ისევ გამიტაცა ლამაზმა ოცნებამ
რამდენჯერ დავანთე ხატის წინ სანთელები
მაგრამ არ ისმინდა ღმერთმა ეს ვედრება
არ გახდა ოცნება დღესავით ნათელი.
სიზმარში რამდენჯერ მოგიწყე ჯვრისწერა
ლოგინი მოგირთე წითელი ვარდებით
მთის წვერზე გავშალე პატარა კარავი
ვარსკვლავებს დავარქვი მე შენი სახელი.
ვიფიქრო არ ფიქრობ რასაც ჩვენ ვფიქრობდით
ვიფიქრო დამარხე ლამაზი აზრები
ჯერ გული იოხე მერე კი მომკალი
არ მინდა მე შენი გლოვა და ძაძები
ვსუნთქავ და შენს ბაგეს მთვრალივით შევიგრძნობ
ცეცხლოვან სხეულზე ყინულად გადნები
შუაგულ ზაფხულში გულში რომ გიკრავდი
გარშემო დარბოდნენ პატარა ბატკნები.
არასდროს არ ვკითხავ შენს სავალ ბილიკებს
სადა ხარ როგორ ხარ რა გზაზე წახვედი
მინდოდა ყოველთვის ვით მთვარე პლანეტას
შენც ყოფილიყავი პოეტის თანმხლები.
ბრალი მე მიმიძღვის უაზრო ბოგინით
სიტყვებმაც დაგღალა მოგბეზდა ლოდინი
შენს გულში დაეშვა ალამი ზოზინით
წაშალე კადრები წარსულის ცოდვილი.
მაგრამ დღე ნათელი უეცრად დადგება
ჩემი გზა ოდესღაც შენსას ვერ აცდება
გულის არითმია ნორმალურს ასცდება
სახეზე ღიმილი უეცრად გაკრთება.
თვალები ეტყვიან ერთმანეთს უსიტყვოდ
გული ვერ დაიტევს ცრემები წაგსკდება
შენ ქმარი მე ცოლი ორივე გაქრება
დავრჩებით მე და შენ სამყაროც გაწყდება.
ოცნება ნანატრი სიბერეს ახდება
კანკალით შეგახებ ცერა თითს ბაგესთან
ჩურჩულით აგიხსნი სიყვარულს გავბედავ
არასდროს დაგტოვებ ვფიცავარ ამჯერად.
ავაგებ ფიცრის ქოხს ტბის პირას ბაღებთან
სარკმელთან ავანთებ სანთელს თუ დაბნელდა
მატყლისგან მოქსოვილ სარეცელს ბუხრის პირს
შენს უძღებ კოცნაში ვნებისგან გავთელავ.
და მერე არ ვნანობ რომც წარვსდგე სამსჯავროს
თუნდ წავალ იმ ქვეყნად გულში ხომ ჩარჩება
ტკბობაში განცდილი წუთები გაცვდება
მაგრამ ოცნება ხომ ნამდვილად ახდება.
სიყვარულს ნამდვილი არ ჰქვია არასდროს
არც გრძნობა არ არის რაღაცა ნაგდები
გიყვარდეს ეს ნიშნავს მთლიანად სამყაროს
შენ ჩემი სამყარო ვერასდროს გახდები!
(გიორგი შუშანაშვილი)
* * *
ახლა
ისე მინდა მოგეფერო,
როგორც არავის და
არასოდეს.
ღამე
ნაფაზებად გავისერო,
აღარც
გათენების მეშინოდეს...
სუნთქვა -
ნაწნავებად გადაშლილი
მკლავზე
მონატრებად გავიფინო,
ჩურჩულშეპარული მდუმარება
ჩუმად გაგანდო და …
გაგიცინო,
მერე,
გადაღლილი სინანული -
სიტყვაშეუმშრალი ფოთოლცვენა,
აპრილს შევატოვო
ბალახებში -
უკვე
დავიწყებულ მოგონებად.
მერე,
ისევ ისე მოგეფერო,
როგორც, არავინ და
არასოდეს.
დილაც -
შეიშალოს თუნდაც აწი,
ისევ -
მეორე დღის საღამომდე...
ბექა რამიშვილი